2007 წელს შეიქმნა ბრენდი Nuna, რომელიც ახლა გლობალური ბრენდია, მისი ფესვები კი ამსტერდამშია.

“ოჯახის პრაქტიკული ნაწილი ჩვენი შთაგონების წყაროა. ბავშვის აღზრდა საპასუხისმგებლო და რთული საქმეა. ჩვენმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ პრაქტიკულობა და სილამაზე ეს არის იდეალური ბალანსი. ჩვენ ისე არაფერს ვაფასებთ, როგორც ჭკვიანურ დიზაინსა და ნაფიქრ გადაწყვეტილებებს, რასაც ჩვენთვის სიხარული მოაქვს.

მარტივი, პრაქტიკული და დახვეწილი – ამ სამი სიტყვით ვცხოვრობთ ჩვენ. თუ რამე ადვილად გამოსაყენებელია, იყენებ, და თუ ის კარგადაც გამოიყურება – მოგწონს/გიყვარდება. Nuna-ს ბავშვის მოწყობილობები მზადდება მყარი კონსტრუქციით, რომელიც გადის მკაცრ ტესტირებას მისივე დამამზადებლის მიერ და მის – გარეთაც. ეს არ არის მხოლოდ ბავშვის პროდუქცია, ესაა ის, რასაც ენდობით წლებია.

ჩვენი სამგზავრო სავარძლები იზრდებიან თქვენს შვილებთან ერთად და გიმარტივებენ ცხოვრებას.

Nuna-ს თითოეული სამგზავრო სავარძელი შექმნილია ცეცხლგამძლე მასალის საშუალებით. ნუნას ინოვაციური ხაზი ამერიკის შეერთებულ შტატებში აკმაყოფილებს ყველა ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნას. თითოეული ელემენტი ისეა დამუშავებული, რომ იყოს ცეცხლგამძლე, ამასთან, არ შეიცავს ქიმიკატებს.

“უმაღლესი ხარისხის მასალა საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ ამერიკის შეერთებული შტატების ავტომობილის უსაფრთხოების ფედერალური სტანდარტი – 302, შინაგანი მასალების აალება დამატებული ქიმიკატის გარეშე”.

ზოგჯერ უმჯობესია, იყოთ გამორჩეული, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე თქვენი შვილის ჯანმრთელობას ეხება. ჩვენ თქვენ არჩევანის წინაშე არ დაგაყენეთ უსაფრთხო მგზავრობასა და მავნე ქიმიკატებს შორის.  თქვენ შეგიძლიათ კომპრომისის გარეშე აარჩიოთ Nuna-ს სამგზავრო სავარძელი.


0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *