რატომ არის სამგზავრო სავარძელი შეუცვლელი ნივთი 12 წლამდე ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის?

12 წლამდე, მანამდე სანამ ბავშვი ძალიან პატარაა, რომ უსაფრთხოების ღვედი სწორად დაიფიქსიროს, აუცილებელია სამგზავრო სავარძლის გამოყენება. შეუძლებელია, 5 წლის ბავშვს სწორად დაუმაგროთ უსაფრთხოების ღვედი, ის მხრისა და გულ-მკერდის ნაცვლად ნიკაპზე დაფიქსირდება, რაც ძალიან საშიშია, რადგან არასწორად დაფიქსირებულმა ღვედმა ავტოსაგზაო შემთხვევისას შესაძლოა შინაგანი ორგანოები დააზიანოს.
განსაკუთრებით დაუცველები არიან ახალშობილები, რომლებიც მგზავრობისას ზრდასრულების კალთაში სხედან ყოველგვარი დამცავი მექანიზმია გარეშე, რადგან მათი ხერხემალი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და ავტოსაგზაო შემთხვევისას მათი დაშავების რისკი დიდია.
სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძელი, რომელიც კარგად მორგებული და სწორად დამონტაჟებულია ავტომანქანაში, ავტოსაგზაო შემთხვევისას 70-80%-ით იცავს ბავშვს.

როგორ უნდა დავამაგროთ სწორად სამგზავრო სავარძელი იზოფიქსით?

2007 წლის შემდეგ წარმოებული ავტომანქანები თავსებადები არიან ISOFIX სამოტაჟო სისტემიან სამგზავრო სავარძლებთან. ასეთ სამგზავრო სავარძლებს აქვთ 3 წერტილი, ორი კონექტორი (ლითონის ბარები) და ერთი კაუჭი, ან აქვთ წინა, დამატებითი ფიქსატორი – ფეხი. ისინი უფრო მარტივი დასამაგრებელია,გამოირჩევიან კარკასის სიმყარითა და გამძლეობით.მსგავსი მოდელების ნაწილი ღვედითაც შეიძლება დამონტაჟდეს. ვიდეოში კარგადაა ნაჩვენები, თუ როგორ უნდა დავამაგროთ სწორად სამგზავრო სავარძელი იზოფიქსით.

როგორ დავამონტაჟოთ სამგზავრო სავარძელი ღვედით?

რომელი სამონტაჟო სისტემაა უკეთესი, ღვედი თუ აისოფიქსი?

ორივე მათგანს აქვს თავისი უპირატესობები, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ  რომ ყველა  ავტომანქანა არ  არის თავსებადი ISOFIX სამოტაჟო სისტემით აღჭურვილ სამგზავრო სავარძლებთან.

ასეთ სამგზავრო სავარძლებს აქვთ 3 წერტილი: ორი კონექტორი (ლითონის ბარები), უკავშირდება ავტომანქანის სავარძელს მის საზურგესა და დასაჯდომს შორის, ერთი კაუჭი სამგზავრო სავარძელს, ან აქვს წინა, დამატებითი ფიქსატორი – ფეხი. ასეთი სამონტაჟო სისტემის სამგზავრო სავარძლები უფრო მარტივი დასამაგრებელია, გამოირჩევა კარკასის სიმყარითა და გამძლეობით.მსგავსი მოდელების ნაწილი ღვედითაც შეიძლება დამონტაჟდეს. თუმცა, თუ თქვენს ავტომობილს არ აქვს აისოფიქსის სამონტაჟო სისტემის მხარდაჭერა,  სჯობს ისეთი სამგზავრო სავარძელი შეიძინოთ, რომელიც ღვედით მაგრდება, ისიც საკმაოდ მყარია და უსაფრთხო.

რა უნდა გავითვალისწინოთ სამგზავრო სავარძლის ყიდვისას?

შეიძინეთ სანდო მომწოდებლისგან.აუცილებლად დააზუსტეთ ყველა დეტალი (წონის კატეგორია, მწარმოებელი, ღვედით მაგრდება თუ ISOFIX-ით). შერჩევისას გაითვალისწინეთ ბავშვის წონა და სიმაღლე.

როგორ დავაფიქსიროთ სწორად უსაფრთხოების ღვედი ასამაღლებელი ბალიშის(Booster) გამოყენებისას?

ასამაღლებელ ბალიშს (Booster) იყენებენ 7-12 წლამდე ბავშვებში. იმისათვის, რომ უსაფრთხოების ღვედი სწორად დაფიქსირდეს და ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიცვას არასრულწლოვანი, მოზარდს ღვედის ერთი ნაწილი ზედა ბარძაყზე უნდა გადაეკრას და არა მუცელზე, ხოლო მეორე ნაწილი (სამხრე ქამარი) – მისი გულ-მკერდის გასწვრივ და არა კისერზე. ღვედი უნდა იყოს ბრტყლად, კარგად დაჭიმული,რომ შეჯახებისას თავისი დანიშნულება სათანადოდ შეასრულოს.

რა ასაკის ბავშვმა უნდა გამოიყენოს სამგზავრო სავარძელი?

 სამგზავრო  სავარძელი პატარას პირველივე დღეებიდან სჭირდება და მის ზრდასთან ერთად უნდა შეცვალოთ შესაბამისი წონისთვის განკუთვნილი სავარძლით. სამგზავრო სავარძელი ან ასამაღლებელი ბალიში(Booster) ბავშვს 12 წლამდე დასჭირდება.

რატომ უნდა დავამაგროთ სამგზავრო სავარძელი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით?

2 წლამდე ბავშვები მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა ისხდნენ სავარძელში, ეს დაიცავს მათ დაშავებისგან. ავარიისას, დარტყმის სიმძლავრე გადანაწილდება მთლიან სხეულზე და არ დაუზიანებთ თავს, ხერხემალს ან კისერს.
კვლევებმა ცხადყო, რომ ჯდომის ეს პოზიცია ბავშვებში დაახლოებით 75%-ით ამცირების დაშავების ან სიკვდილიანობის მაჩვენებელს. სასურველია მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით ბავშვები რაც შეიძლება მეტხანს ისხდნენ, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვები მოითხოვენ პოზიციის შეცვლას.შეგიძლიათ, 2 წლიდან ბავშვი სახით წინ დასვათ სავარძელში, წონისა და სიმაღლის გათვალისწინებით.