Evenflo-ს ისტორია 1920 წლიდან იწყება. თავდაპირველად იგი მხოლოდ საბავშვო კვებასთან დაკავშირებულ პროდუქტს აწარმოებდა. Კომპანია რეგისტრირებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი, ოჰაიოს შტატში. 1935 წლიდან კი, კომპანიამ სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება დაიწყო.

Მშობლების მხარდაჭერა, მათი საჭიროებების შესწავლა და ინოვაციური პროდუქციის შექმნა იყო Evenflo-ს მიზანი ადრეულ წლებშიც. 1947 წელს, კომპანიამ გარდა საწოვარებისა, დაიწყო ბოთლების წარმოებაც.
1995 წლიდან კომპანიამ დაიწყო სხვადასხვა მიმართულების განვითარება: აწარმოებდა საკვებისთვის საჭირო ბოთლებს, საწოვარებს, საბავშვო ეტლებს, სამგზავრო სავარძლებსა და ბავშვისთვის საჭირო სხვა ნივთებს. Evenflo-ს სათავო ოფისი კვალვ ოჰაიოს შტატში მდებარეობს.

Evenflo აწარმოებს ყველა კატეგორიის სამგზავრო სავარძელს, მისი მიზანია, შემოგთავაზოთ უსაფრთხო და კომფორტული სამგზავრო სავარძლები. Ბრენდისთვის ბავშვთა უსაფრთხოება არის მთავარი პრიორიტეტი.



Evelflo-ს მისია
“Ჩვენთვის ყველაზე ნიშვნელოვანია, მოგაწოდოთ პროდუქტი, რომელიც თქვენს პატარებს უსაფრთხო გარემოს შეუქმნის. Ჩვენც, თქვენ მსგავსად, მშობლები ვართ და ვქმნით პროდუქტს, რომელსაც ჩვენ ვენდობით და ვიყენებთ ჩვენი შვილებისთვის. ყველა მოძრაობა, თითოეული შემადგენელი ნაწილი ჩვენი პროდუქტის, ტესტირებული, უსაფრთხო და კომფორტულია.
Evenflo სამგზავრო სავარძლებს ორჯერ ამოწმებს: სავარძლები ტესტირებას გადიან ფედერალური სტანდარტის შესაბამისად და ამასთან, ბრენდმა შეიმუშავა დამატებითი ტესტირების მეთოდი”

Უსაფრთხოება

Უსაფრთხოება მხოლოდ სიტყვები არ არის ბრენდისთვის. Მათი თქმით, უსაფრთხოება მათი დნმ-ია. Ბრენდი არამხოლოდ უსაფრთხოების სტანდარტებსა და მოთხოვნებს აკმაყოფილებს, არამედ მიიჩნევს, რომ მის წინ დგას, უფრო მეტად ინტერესდება ამ საკითხით და აკეთებს ყველაფერს ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით.


0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *