Diono-ს ისტორია 1999 წლიდან იწყება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სიეტლში, როდესაც მან შექმნა ღვედების დასაჭიმი სისტემა – Mighty tite. მას შემდეგ ბრენდი გაიზარდა დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა.

ბრენდი ორიენტირებულია უსაფრთხოებაზე და, მშობლისთვის პრობლების გადაჭრის მიზნით, პირველმა შექმნა დასაკეცი ფოლადის კარკასის მქონე სამგზავრო სავარძელი – Radian.

Diono-ს ყველა სამგზავრო სავარძელს აქვს ფოლადის კარკასი, რაც უსაფრთხოების ერთ-ერთი წყაროა. ბრენდი არასოდეს წყვეტს განვითარებას, ამის მაგალითია ის, რომ Radian-ის შემდეგ მან შექმნა ინოვაციური ასამაღლებელი ბალიში (ბუსტერი), რომელიც მის პატარა მგზავრთან ერთად იზრდება.

Diono მიიჩნევს, რომ ის დიდი ბავშვია, რომელიც მშობლებს ცხოვრებას უადვილებს. გარდა უსაფრთხოებისა, იგი ზრუნავს, რომ ბავშვები ბედნიერები ისხდნენ სამგზავრო სავარძელში, სწორედ ამიტომ ქმნის სხვადასხვა ფერის სამგზავრო სავარძელს. როდესაც ბავშვი ბედნიერია, მშობელიც ბედნიერია და მგზავრობაც უფრო უსაფრთხოა.

Diono-ს შთაგონების წყაროა ირგვლივ ყველაფერი, რაც გარს აკრავს მას. “ინოვაცია ჩვენი დნმ”-ია – ამბობს ბრენდი. ის გაიზარდა წარმატებებით, შეცდომებით, სიახლეებითა და ცვლილებებით. “ჩვენ ვართ გამომგონებლები და ჩვენ ვართ მშობლები, ჩვენ ვიცით, რა სურთ მშობლებს, ამიტომ მცირე სიახლეებით ვეხმარებით მათ გაიმარტივონ ცხოვრება.


0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *