Clek არის სამგზავრო სავარძლების ბრენდი ჩრდილოეთ ამერიკიდან, რომელიც მხოლოდ სამგზავრო სავარძლებს აწარმოებს. 10 წელზე მეტია იგი ქმნის ინოვაციურ სამგზავრო სავარძლებს.

“მშობელი ბევრ კომპრომისზე მიდის, მაგრამ როდესაც საქმე შვილის უსაფრთხოებას ეხება, მაშინ დათმობა, რაღაცის არგათვალისწინება, შეუძლებელია!”

ბრენდის შემქნელებმა სავარძლებზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც მშობლები გახდნენ და გააცნობიერეს, რომ არცერთი ბრენდი არ სთავაზობდა მათ ყველაფერს ერთად: უსაფრთხოებას, კომფორტსა და სტილს. თუ სავარძელი უსაფრთხო იყო, მაშინ მოუხერხებელი იყო, თუ კომფორტული იყო, მაშინ ლამაზი არ იყო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დაიწყეს სამგზავრო სავარძლების შექმნა.

Clek-ის დამაარსებლები დააფიქრა საავტომობილო ინდუსტრიამ. მათი თქმით, ავტომობილები შექმნილია ავტოსაგზაო შემთხვევების მართვის სისტემით, ამ დროს კი სამგზავრო სავარძლები იქმნება სრულად მეტალის კონსტრუქციებით. რატომ არ აქვს ბავშვთა სავარძლებს უსაფრთხოების იგივე სისტემა? რატომ არ იქმნება სავარძლები უსაფრთხოების იმავე სისტემით, რაც ევროპაშია? ამასთან, შვედეთში ბავშვები 4 წლამდე მოძრაობის საპირისპიროდ მგზავრობენ.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთივე უსაფრთხო სამგზავრო სავარძელი ჩრდილოეთ ამერიკაში, როგორიც ევროპაშია.

ამგვარად შეიქმნა ახალი სამგზავრო სავარძელი, რომელიც, რა თქმა უნდა, ძვირია, მაგრამ სანაცვლოდ მშობელს არ უწევს დათმოს რაიმე.

სამგზავრო სავარძელი შენი ოჯახის დაცვას ნიშნავს და ის აუცილებლად უნდა მოარგო შენს ცხოვრებასა და შენს ავტომობილს. ჩვენ ვქმნით სამგზავრო სავარძლებს, რომელთა დამონტაჟება ადვილია, რომლებიც იცავენ ბავშვებს, როგორც ჯავშანტექნიკა. სავარძლებს, რომელში ჯდომაც კომფორტულია და რომლის დანახვაც სასიამოვნოა. Clek-ის სამგზავრო სავარძლები სულიერ სიმშვიდეს მოგგვრით.

პასუხისმგებლობა – აი, რას გრძნობს მშობელი, და ასევე, ესაა რასაც ჩვენ ვგრძნობთ მშობლებისა და ბავშვების მიმართ.


0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *