უნდა შეიცვალოს თუ არა სამგზავრო სავარძელი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ?

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით აუცილებელია, შეიცვალოს სამგზავრო სავარძელი, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნებადართულია კვლავ გამოიყენოთ სამგზავრო სავარძელი. ეს ყოველივე კი დამოკიდებულია ავტოსაგზაო შემთხვევის შეფასებასა და სამგზავრო სავარძლის მწარმოებელზე. ბევრი სამგზავრო სავარძელი უნდა შეიცვალოს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მაშინაც კი, თუ მასში ბავშვი არ იჯდა ან ავტოსაგზაო შემთხვევა იყო მსუბუქი. ავტოსაგზაო Read more…

შეიძლება თუ არა უსაფრთხოების ღვედის დაგრძელება?

Your car seat-ს ხშირად მომართავენ მშობლები კითხვით, თუ როგორ მოიქცნენ, როდესაც ავტომობილის სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი არ წვდება სამგზავრო სავარძელს და ვერ ამაგრებენ მას. ბევრი მშობელი გვეკითხება, გამოიყენონ თუ არა ღვედის დასაგრძელებელი საშუალება, რომელიც თავდაპირველად გამოიყენეს დიდი გარშემოწერილობის მქონე პირებისთვის ღვედის შესაკრავად, თუმცა ახლა ბევრ რეკლამას ნახავთ ინტერნეტსივრცეში, რომ ღვედის დასაგრძელებელი Read more…

რატომ უვარდებათ მგზავრობისას ბავშვებს ნიკაპი გულ-მკერდზე და როდის არის ეს პოზიცია საშიში?

ბავშვებს ხშირად ეძინებათ მგზავრობისას. შესაძლებელია, თავი ვერ შეიმაგრონ და ისე ჩამოუვარდეთ, როგორც ფოტოზე ჩანს. ეს ხდება, როცა: იყენებთ არასწორი კატეგორიის სამგზავრო სავარძელს, ბავშვი პატარაა, მაგრამ ამის მიუხედავად მგზავრობს მოძრაობის მიმართულებით, სამგზავრო სავარძლის საზურგე არ არის ბავშვის მონაცემების შესაბამისად გადაწეული და დაფიქსირებული, შიდა ღვედები მოშვებულია ან არის დაფიქსირებული მხრების სიმაღლეზე. ამგზავრო Read more…

რა უნდა იცოდეთ, თუ მეორეული სამგზავრო სავარძლის ყიდვას გადაწყვეტთ?

 მეორეულ (მეორად) სამგზავრო სავარძელს რეკომენდაციას არ ვუწევთ, რადგან სამგზავრო სავარძლებს ვადა გასდის, ზიანდება მისი შემადგენელი ნაწილები, ამასთან, ჩვენთვის უცნობია, როგორ პირობებში იყენებდნენ,როგორ გარემოში ინახებოდა სავარძელი, იყო თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ეს კონკრეტული სავარძელი და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ სხვადასხვა ჯგუფში პოპულარულია პოსტები მეორეულ სამგზავრო სავარძლებთან დაკავშირებით. Read more…

რა ასაკამდეა სავალდებულო სამგზავრო სავარძლის გამოყენება?

ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება: ევროკავშირის რეგულაციების თანახმად, 0-12 წლამდე ასაკის ბავშვი უნდა მგზავრობდეს მისთვის სპეციალურად შერჩეული სამგზავრო სავარძლის საშუალებით. ბელგია – 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვები: შესაბამისი აღჭურვილობა; დიდი ბრიტანეთი – 12 წლამდე და 135 სანტიმეტრზე ნაკლები: შესაბამისი აღჭურვილობა;ხორვატია – 12 წლამდე: შესაბამისი აღჭურვილობა; ესპანეთი – 12 წლამდე და Read more…

რა უნდა იცოდეთ, თუ სამგზავრო სავარძლის ქირით აღებას გადაწყვეტთ?

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სამგზავრო სავარძლის გამოყენება სავალდებულოა. შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა სერვისი, რათა ბავშვებისთვის მგზავრობა უსაფრთხო და კომფორტული იყოს. გარდა იმისა, რომ შესაძლებელია ახალი, ზოგჯერ კი მეორეული სამგზავრო სავარძლის შეძენა (ეს უკანასკნელი რეკომენდებული არაა ) ასევე შესაძლებელია, სამგზავრო სავარძლის ქირით აღება. საქართველოშიც უკვე არსებობს მსგავსი სერვისი, თუმცა ნუ იჩქარებთ სავარძლის დაქირავებას, Read more…

როგორ გავიგოთ ბავშვის წონა და სიმაღლე?

სამგზავრო სავარძლის შერჩევისა და გამოყენების დროს მნიშვნელოვანია იცოდეთ ბავშვის ასაკი, წონა და სიმაღლე. ასაკის დადგენა მარტივია, ხოლო წონისა და სიმაღლის ზუსტად დადგენას გარკვეული ცოდნა სჭირდება, ცოდნა იმისა, თუ რას მივაქციოთ ყურადღება. როგორ ავწონოთ ბავშვი? სამგზავრო სავარძლის შეძენის, ან მისი მოძრაობის თანახმად ან მოძრაობის საპირისპიროდ დამაგრების შემთხვევაში, უნდა გაარკვიოთ ბავშვის ზუსტი Read more…

როდის და რით ჩაანაცვლოთ 0-13 კგ-მდე, კალათის ფორმის სამგზავრო სავარძელი?

0-13 კგ-მდე სამგზავრო სავარძელი ახალშობილს პირველივე მგზავრობისას სჭირდება. ის საუკეთესოდ ერგება პატარას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას მგზავრობისას. როდის უნდა შეცვალოთ კალათის ფორმის სამგზავრო სავარძელი? გადის თვეები, ჩვილი იზრდება და ჩანს, რომ სამგზავრო სავარძლის დეტალები აღარ ერგება მას, ღვედები კი მხრების ქვემოთ აქვს გატარებული. მშობელი იწყებს ფიქრს, რით ჩაანაცვლოს კალათის ფორმის Read more…