BeSafe: “უსაფრთხოება და კომფორტი ჩვენი დნმ-ია”

ნორვეგიული ბრენდი BeSafe საქართველოშია. Besafe -მა პირველი სამგზავრო სავარძელი 1960 წელს შექმნა. ბრენდმა სახელი მოიხვეჭა, როგორც მოწინავემ მოძრაობის საპირისპიროდ დასამაგრებელი სავარძლების შექმნისთვის. BeSafe -მა მსოფლიოს 1989 წელს გააცნო სავარძელი, რომელიც მოძრაობის საპირისპიროდ მაგრდებოდა და მოუწოდა მშობლებს, დაემაგრებინათ სამგზავრო სავარძელი მოძრაობის საპირისპიროდ რაც შეიძლება დიდხანს, სავარძლის მწარმოებლის მიერ დაშვებულ წონამდე/სიმაღლემდე. “უსაფრთხოება და კომფორტი ჩვენი დნმ-ია” – აღნიშნავენ ბრენდის შემქმნელები. BeSafe -ს 1919 წლიდან დღემდე ტორგერსენის ოჯახი ფლობს: “ჩვენ, შესაძლოა, არ ვართ მსოფლიოში სამგზავრო სავარძლების ყველაზე დიდი …

Clek “სამგზავრო სავარძელი შენი ოჯახის დაცვას ნიშნავს და ის აუცილებლად უნდა მოარგო შენს ცხოვრებასა და ავტომობილს”

Clek არის სამგზავრო სავარძლების ბრენდი ჩრდილოეთ ამერიკიდან, რომელიც მხოლოდ სამგზავრო სავარძლებს აწარმოებს. 10 წელზე მეტია იგი ქმნის ინოვაციურ სამგზავრო სავარძლებს. “მშობელი ბევრ კომპრომისზე მიდის, მაგრამ როდესაც საქმე შვილის უსაფრთხოებას ეხება, მაშინ დათმობა, რაღაცის არგათვალისწინება, შეუძლებელია!” ბრენდის შემქნელებმა სავარძლებზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც მშობლები გახდნენ და გააცნობიერეს, რომ არცერთი ბრენდი არ სთავაზობდა მათ ყველაფერს ერთად: უსაფრთხოებას, კომფორტსა და სტილს. თუ სავარძელი უსაფრთხო იყო, მაშინ მოუხერხებელი იყო, თუ კომფორტული იყო, მაშინ ლამაზი არ იყო. ყოველივე ამის …

უსაფრთხოდ მგზავრობს თუ არა ბავშვი 0-13 კგ სამგზავრო სავარძელში (ქარსითში)?

ინსტრუქცია, როგორ შეამოწმოთ უსაფრთხოდ მგზავრობს თუ არა ბავშვი 0-13 კგ სამგზავრო სავარძელში. თითოეული წესი არის უსაფრთხოების ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი, რომელთა გარეშე ბავშვი უსაფრთხოდ ვერ იმგზავრებს, ამიტომ აუცილებელია თითოეული პუნქტი მკაცრად იყოს შემოწმებული.

სამონტაჟო სისტემები

რომელი უფრო უსაფრთხოა – აისოფიქსი თუ სამონტაჟო სისტემა უსაფრთხოების ღვედით ?

სწორი კატეგორიის სამგზავრო სავარძლის შეძენის შემდეგ, მისი ავტომანქანაში დამაგრების დრო დგება. ეს მრავალეტაპიანი პროცესი გამოცდილ მშობლებსაც კი აშინებთ, განსაკუთრებით, როცა აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ამ დროს შეცდომის დაშვება. დამაბნეველია, რომ ერთნაირი სამონტაჟო სისტემით აღჭურვილ სამგზავრო სავარძლებსაც კი, დეტალები ოდნავ განსხვავებული აქვთ. კიდევ უფრო რთულია არჩევანის გაკეთება ისოფიქსისა და ღვედით სამონტაჟო სისტემებს შორის. თქვენ რომელს აირჩევდით? რა არის აისოფიქსი? აისოფიქსის სამონტაჟო სისტემა სამგზავრო სავარძლის კორპუსზეა დამატებული. ის უსაფრთხოაა და მარტივად დასამაგრებელი. სამგზავრო სავარძლებს აქვთ 3 წერტილი, ორი …

მსგავსება და განსხვავება ევროკავშირისა და ADAC-ს ტესტირების მეთოდებს შორის

ADAC არის ავტომობილების კლუბი გერმანიაში, რომელიც დაარსდა 1903 წელს, როგორც გერმანიის ავტომობილებისა და ველოსიპედისტების ასოციაცია. 1911 წელს მას სახელწოდება შეეცვალა და ეწოდა ამჟამინდელი სახელი – General German Automobile Club (ADAC).  ADAC არის ავტომობილების სადაზღვევო კომპანია, რომელიც ატარებს ავტომობილებისა და სამგზავრო სავარძლების (ქარსითების) ტესტირებას. ორგანიზაცია არ ატარებს ყველა სამგზავრო სავარძლის ტესტირებას, იგი ირჩევს სავარძლებს პოპულარობის, გაყიდვებისა და სიახლის მიხედვით. ტესტირება ძირეულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს ECE R44 ან/და ECER129-ს. 2015 წლიდან ADAC  ატარებს ტესტირების სიმულაციას R44  რეგულაციის …

Nuna – “ოჯახი ეს ის ადგილია, სადაც ჩვენი ისტორია იწყება”

2007 წელს შეიქმნა ბრენდი Nuna, რომელიც ახლა გლობალური ბრენდია, მისი ფესვები კი ამსტერდამშია. “ოჯახის პრაქტიკული ნაწილი ჩვენი შთაგონების წყაროა. ბავშვის აღზრდა საპასუხისმგებლო და რთული საქმეა. ჩვენმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ პრაქტიკულობა და სილამაზე ეს არის იდეალური ბალანსი. ჩვენ ისე არაფერს ვაფასებთ, როგორც ჭკვიანურ დიზაინსა და ნაფიქრ გადაწყვეტილებებს, რასაც ჩვენთვის სიხარული მოაქვს. მარტივი, პრაქტიკული და დახვეწილი – ამ სამი სიტყვით ვცხოვრობთ ჩვენ. თუ რამე ადვილად გამოსაყენებელია, იყენებ, და თუ ის კარგადაც გამოიყურება – მოგწონს/გიყვარდება. Nuna-ს ბავშვის მოწყობილობები …

Diono: “ინოვაცია ჩვენი დნმ-ია”

Diono-ს ისტორია 1999 წლიდან იწყება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სიეტლში, როდესაც მან შექმნა ღვედების დასაჭიმი სისტემა – Mighty tite. მას შემდეგ ბრენდი გაიზარდა დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. ბრენდი ორიენტირებულია უსაფრთხოებაზე და, მშობლისთვის პრობლების გადაჭრის მიზნით, პირველმა შექმნა დასაკეცი ფოლადის კარკასის მქონე სამგზავრო სავარძელი – Radian. Diono-ს ყველა სამგზავრო სავარძელს აქვს ფოლადის კარკასი, რაც უსაფრთხოების ერთ-ერთი წყაროა. ბრენდი არასოდეს წყვეტს განვითარებას, ამის მაგალითია ის, რომ Radian-ის შემდეგ მან შექმნა ინოვაციური ასამაღლებელი ბალიში (ბუსტერი), რომელიც მის პატარა …

წესები და კანონი ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის შესახებ

2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს ემსხვერპლა 17 მცირეწლოვანი, დაშავდა 465 ბავშვი.ჩვენი ქვეყნისთვის ეს რიცხვები კოლოსალურია.რატომ გვაქვს ასეთი საგანგაშო სტატისტიკა?მიზეზი ისაა, რომ ხშირად მშობლები სრულიად გაუზარებლად აგდებენ მცირეწლოვანს საფრთხეში, როცა მგზავრობისას არ იცავენ უსაფრთხოების წესებს. ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის მექანიზმი, რაც პატარას ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებისგან დაიცავს არის სპეციალური, მისი წონისა და სიმაღლის მიხედვით შერჩეული სამგზავრო სავარძელი.ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში დიდი ხანია კანონითაა აკრძალული ბავშვების ავტომანქანით გადაადგილება სპეციალური სავარძლის გარეშე. ქვეყნებში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულ და დაღუპულ ბავშვთა …

რჩევები სამგზავრო სავარძლის სწორად გამოყენების შესახებ

საუკეთესო ხარისხის სამგზავრო სავარძელიც კი ვერ დაიცავს ბავშვს, თუ ის არასწორადაა დამაგრებული ან სავარძლის დეტალები (ღვედები, თავის დასადები ბალიში) არასწორადაა დაფიქსირებული. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ბავშვის უსაფრთხოებისთვის არამარტო სწორი კატეგორიის, ტესტირებული სამგზავრო სავარძლის გამოყენებაა მნიშვნელოვანი, არამედ, მისი სწორად დამაგრება და გამოყენებაც,ამის შესახებ ჩვენ გვერდზე უამრავ პოსტს შეხვდებით.ეს ბლოგი ერთგვარი შეჯამებაა იმ  ინფორმაციის, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში გიზიარებდით სამგზავრო სავარძლების სწორად გამოყენების შესახებ. სამგზავრო სავარძლის შეძენის შემდეგ ბევრი მშობლისთვის რთული ამოცანაა მისი სწორად დამაგრება ავტომანქანაში. აისოფიქსის …