ნორვეგიული ბრენდი BeSafe საქართველოშია. Besafe -მა პირველი სამგზავრო სავარძელი 1960 წელს შექმნა. ბრენდმა სახელი მოიხვეჭა, როგორც მოწინავემ მოძრაობის საპირისპიროდ დასამაგრებელი სავარძლების შექმნისთვის. BeSafe -მა მსოფლიოს 1989 წელს გააცნო სავარძელი, რომელიც მოძრაობის საპირისპიროდ მაგრდებოდა და მოუწოდა მშობლებს, დაემაგრებინათ სამგზავრო სავარძელი მოძრაობის საპირისპიროდ რაც შეიძლება დიდხანს, სავარძლის მწარმოებლის მიერ დაშვებულ წონამდე/სიმაღლემდე.

“უსაფრთხოება და კომფორტი ჩვენი დნმ-ია” – აღნიშნავენ ბრენდის შემქმნელები.

BeSafe -ს 1919 წლიდან დღემდე ტორგერსენის ოჯახი ფლობს: “ჩვენ, შესაძლოა, არ ვართ მსოფლიოში სამგზავრო სავარძლების ყველაზე დიდი მწარმოებელი, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ საუკეთესო არჩევანი, როდესაც თქვენი შვილისთვის უსაფრთხო და კომფორტულ სამგზავრო სავარძელს ყიდულობთ”.

BeSafe ამაყობს თავისი ისტორიით:

1960 წელს დაიწყო პირველ სამგზავრო სავარძელზე მუშაობა;

1988 წელს გამოუშვა სამგზავრო სავარძელი მოზარდებისთვის;

1988 წელს ბრენდი იყო პირველი, რომელმაც შექმნა ორსულებისთვის სპეციალური ღვედი, რომელიც მუცლადმყოფ ბავშვს იცავს;

1989 წელს გამოვიდა ბრენდის სამგზავრო სავარძელი, რომლის დამაგრება შესაძლებელი იყო მოძრაობის საპირისპიროდ.

1998 წელს ბრენდმა შეწყვიტა ასამაღლებელი ბალიშის (ბუსტერის) წარმოება, რადგან მათი თქმით, საზურგის მქონე ბუსტერი უკეთ იცავს ბავშვებს.

ეს არასრული სიაა ბრენდის მიღწევებს შორის.

BeSafe-ს სამგზავრო სავარძლების შესახებ დეტალურად გაეცანით ვიდეოს : https://www.facebook.com/100606701630977/videos/413159926645458


0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *