რატომ უვარდებათ მგზავრობისას ბავშვებს ნიკაპი გულ-მკერდზე და როდის არის ეს პოზიცია საშიში?

ბავშვებს ხშირად ეძინებათ მგზავრობისას. შესაძლებელია, თავი ვერ შეიმაგრონ და ისე ჩამოუვარდეთ, როგორც ფოტოზე ჩანს. ეს ხდება, როცა: იყენებთ არასწორი კატეგორიის სამგზავრო სავარძელს, ბავშვი პატარაა, მაგრამ ამის მიუხედავად მგზავრობს მოძრაობის მიმართულებით, სამგზავრო სავარძლის საზურგე არ არის ბავშვის მონაცემების შესაბამისად გადაწეული და დაფიქსირებული, შიდა ღვედები მოშვებულია ან არის დაფიქსირებული მხრების სიმაღლეზე. ამგზავრო Read more…

როდის და რით ჩაანაცვლოთ 0-13 კგ-მდე, კალათის ფორმის სამგზავრო სავარძელი?

0-13 კგ-მდე სამგზავრო სავარძელი ახალშობილს პირველივე მგზავრობისას სჭირდება. ის საუკეთესოდ ერგება პატარას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას მგზავრობისას. როდის უნდა შეცვალოთ კალათის ფორმის სამგზავრო სავარძელი? გადის თვეები, ჩვილი იზრდება და ჩანს, რომ სამგზავრო სავარძლის დეტალები აღარ ერგება მას, ღვედები კი მხრების ქვემოთ აქვს გატარებული. მშობელი იწყებს ფიქრს, რით ჩაანაცვლოს კალათის ფორმის Read more…

სამონტაჟო სისტემები

რომელი უფრო უსაფრთხოა – აისოფიქსი თუ სამონტაჟო სისტემა უსაფრთხოების ღვედით ?

სწორი კატეგორიის სამგზავრო სავარძლის შეძენის შემდეგ, მისი ავტომანქანაში დამაგრების დრო დგება. ეს მრავალეტაპიანი პროცესი გამოცდილ მშობლებსაც კი აშინებთ, განსაკუთრებით, როცა აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ამ დროს შეცდომის დაშვება. დამაბნეველია, რომ ერთნაირი სამონტაჟო სისტემით აღჭურვილ სამგზავრო სავარძლებსაც კი, დეტალები ოდნავ განსხვავებული აქვთ. კიდევ უფრო რთულია არჩევანის გაკეთება ისოფიქსისა და ღვედით სამონტაჟო სისტემებს Read more…

წესები და კანონი ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის შესახებ

2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს ემსხვერპლა 17 მცირეწლოვანი, დაშავდა 465 ბავშვი.ჩვენი ქვეყნისთვის ეს რიცხვები კოლოსალურია.რატომ გვაქვს ასეთი საგანგაშო სტატისტიკა?მიზეზი ისაა, რომ ხშირად მშობლები სრულიად გაუზარებლად აგდებენ მცირეწლოვანს საფრთხეში, როცა მგზავრობისას არ იცავენ უსაფრთხოების წესებს. ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის მექანიზმი, რაც პატარას ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებისგან დაიცავს არის სპეციალური, მისი წონისა და სიმაღლის მიხედვით Read more…

რჩევები სამგზავრო სავარძლის სწორად გამოყენების შესახებ

საუკეთესო ხარისხის სამგზავრო სავარძელიც კი ვერ დაიცავს ბავშვს, თუ ის არასწორადაა დამაგრებული ან სავარძლის დეტალები (ღვედები, თავის დასადები ბალიში) არასწორადაა დაფიქსირებული. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ბავშვის უსაფრთხოებისთვის არამარტო სწორი კატეგორიის, ტესტირებული სამგზავრო სავარძლის გამოყენებაა მნიშვნელოვანი, არამედ, მისი სწორად დამაგრება და გამოყენებაც,ამის შესახებ ჩვენ გვერდზე უამრავ პოსტს შეხვდებით.ეს ბლოგი ერთგვარი შეჯამებაა Read more…

მიიღებთ სწორ და ამომწურავ ინფორმაციას სამგზავრო სავარძლის შეძენისას?

რამდენიმე წლის წინ თუ სამგზავრო სავარძელს თუ  არავინ იყენებდა, ახლა სულ უფრო მატულობს მშობლების რიცხვი, რომლებიც აცნობიერებენ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნივთი ბავშვების უსაფრთხო მგზავრობისთვის. მიუხედავად ამისა,პრობლემად რჩება სამგზავრო სავარძლის სწორად შერჩევა და მისი გამოყენება. ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი ინგლისურ ან რუსულ ენებზეა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ ვთარგმნოთ და ყველა მშობლისთვის Read more…

როდის უნდა შევცვალოთ სამგზავრო სავარძელი?

   სამგზავრო სავარძელი პატარას პირველივე დღეებიდან სჭირდება. პირველი  ავტომობილის სავარძელი  0/0+ ჯგუფის, 0-13 კგ. წონის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.    თვეები გადის, პატარა კი ელვის სისწრაფით იზრდება. რამდენიმე თვის, მაქსიმუმ 1 წლის შემდეგ საჭირო ხდება  ახალი სავარძლის შეძენა.    როდის შევცვალოთ სამგზავრო სავარძელი?   არსებობს სამგზავრო სავარძლების 4 ჯგუფი. თითოეული მათგანი  განსაზღვრული Read more…

სერთიფიცირებული სამგზავრო სავარძლების ბრენდები

იყენებთ სამგზავრო სავარძელს? ჯერ არ გაქვთ, მაგრამ შეძენამდე გსურთ ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ბრენდების შესახებ მეტი გაიგოთ? მაშინ ეს ბლოგი დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში. თუ ჩვენი გვერდისა და ბლოგის შესახებ გსმენიათ, ისიც გეცოდინებათ, რომ სამგზავრო სავარძლის შეძენისას, მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ სწორი ჯგუფის სავარძელი, აუცილებლად ახალი, რადგან მეორადი სავარძელი შესაძლოა ვადაგასული, ან დაზიანებული Read more…