ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში, რაც შეიძლება მეტი მცირეწლოვანი მგზავრობდეს სამგზავრო სავარძლის გამოყენებით.

დავეხმაროთ მშობლებს, მიიღონ ინფორმაცია, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, სამგზავრო სავარძლის საჭიროებისა და მისი სწორად გამოყენების შესახებ.

ვითანამშრომლოთ ისეთ კომპანიებთან, რომლებსაც შეუძლიათ მომხმარებელს შესთავაზონ ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს მორგებული, მაღალი ხარისხის სამგზავრო სავარძლები.
ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა იმგზავროს უსაფრთხოდ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ავტოსაგზაო შემთხვევებისას ბავშვთა დაშავებისა და გარდაცვალების რიცხვის შემცირებაში.

გაინტერესებთ დამატებითი ინფორმაცია?

ნუ მოგერიდებათ, დაგვისვით კითხვა და ნინა გიპასუხებთ