Your car seat-ს ხშირად მომართავენ მშობლები კითხვით, თუ როგორ მოიქცნენ, როდესაც ავტომობილის სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი არ წვდება სამგზავრო სავარძელს და ვერ ამაგრებენ მას. ბევრი მშობელი გვეკითხება, გამოიყენონ თუ არა ღვედის დასაგრძელებელი საშუალება, რომელიც თავდაპირველად გამოიყენეს დიდი გარშემოწერილობის მქონე პირებისთვის ღვედის შესაკრავად, თუმცა ახლა ბევრ რეკლამას ნახავთ ინტერნეტსივრცეში, რომ ღვედის დასაგრძელებელი საშუალების გამოყენება სამგზავრო სავარძლებისა თუ ორსულებისთვის უსაფრთხოა, და ალბათ, გაინტერესებთ, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს. პასუხს გაეცნობით ბლოგში.

როდის არის უსაფრთხო ღვედის დასაგრძელებელი საშუალების გამოყენება?

მხოლოდ მაშინ არის უსაფრთხო ღვედის დასაგრძელებელი საშუალების გამოყენება, თუ შემდეგი ორი კრიტერიუმია თანხვედრაში:

  1. ადამიანს აქვს ჭარბი წონა და ღვედი არ წვდება სათანადოდ;
  2. როდესაც ავტომობილის მწარმოებელის მიერ ნებადართულია ამ ავტომობილში ღვედის დასაგრძელებელი საშუალების გამოყენება. (არ შეიძლება ღვედის დასაგრძელებელი საშუალების სხვადასხვა საიტიდან გამოწერა, აუცილებლად უნდა მოჰყვეს მწარმოებლის მიერ, თუ ნებადართულია მისი გამოყენება).

ღვედის დასაგრძელებელი მოწყობილობა

ფოტოზე ნაჩვენები ღვედის დასაგრძელებელი საშუალების გამოყენება ნებადართულია ნისანის მარკის ავტომობილში მხოლოდ წინ მსხდომთათვის, როდესაც ავტომობილის ღვედი არ წვდება მგზავრის/მძღოლის ტანს. სხვების მიერ ამ მოწყობილობის გამოყენება, შესაძლოა სახიფათო იყოს.

ზოგი ავტომობილის მწარმოებელი არ გრთავთ ნებას, გამოიყენოთ ღვედის დასაგრძელებელი საშუალება, მაგრამ არ არის განმარტებული, რატომ. ალბათ, მათ აქვთ შიში, რომ დაგრძელებული ღვედი ვერ დაიჭერს ჭარბი წონის მქონე პირს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

როდის არის სახიფათო ღვედის დასაგრძელებელი მოწყობილობის გამოყენება?

არასოდეს გამოიყენოთ ღვედის დასაგრძელებელი მოწყობილობა სამგზავრო სავარძლების დასამაგრებლად, ბავშვებისთვის, ორსულების ან იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ აქვთ ჭარბი წონა. არ გამოიყენოთ იგი, მაშინაც კი, როდესაც მოზარდს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მაგალითად, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება.

რატომ არის ღვედის დასაგრძელებელი მოწყობილობა სახიფათო?

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, შესაძლოა, ღვედის დასაგრძელებელმა საშუალებამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულოს და ღვედი გაიხსნას, რამაც შესაძლოა, ფატალურ შედეგი გამოიწვიოს.

შეჯახების დროს, გრავიტაციის ძალის შედეგად, ყველაფერი უფრო მძიმე ხდება, ვიდრე იგი სინამდვილეშია. 30კმ/სთ სიჩქარით შეჯახებისას 113 კგ ადამიანი 25 ჯერ უფრო დიდი წონით ექაჩება უსაფრთხოების ღვედს და თუ თვითნებურად დაიმაგრებთ ღვედის დასაგრძელებელ მოწყობილობას, არ იქნებით დაზღვეული, რომ იგი დაგიცავთ.

როდესაც არ გაქვთ ჭარბი წონა და იყენებთ ღვედის დასაგრძელებელ მოწყობილობას, ღვედი იწყებს მოძრაობას და ის ნაწილი, რომელიც მხრებზე უნდა დამაგრდეს და დაგიცვათ შეჯახების დროს, აღმოჩნდება მკლავთან, რაც ნიშნავს, რომ დაუცველი რჩება ტორსი.

ზემოაღნიშნული საფრთხეების გათვალისწინებით, დაუშვებელია სამგზავრო სავარძელი (ბავშვი) დამაგრდეს ღვედის დასაგრძელებელი მოწყობილობით. აუცილებლად შეამოწმეთ უსაფრთხოების ღვედები, სანამ ავტომობილს შეიძენთ, თუ მისი სიგრძე მეორე სავარძლის დონემდე საკმარისია, მაშინ იგი საკმარისი იქნება სხვადასხვა სავარძლის დასამაგრებლადაც.

თუ თქვენს ავტომობილს აქვს უსაფრთხოების ღვედი სტანდარტულზე მცირე სიგრძის, მაშინ ეცადეთ, მოარგოთ სავარძელი ავტომობილს, ან ვიწრო სავარძელი შეიძინოთ, ან შეიძინოთ სავარძელი, რომელიც მაგრდება აისოფიქსის საშუალებით. კატეგორიულად დაუშვებელია სამგზავრო სავარძლის დამაგრების გარეშე მგზავრობა, ამიტომ აუცილებლად ეცადეთ, აღმოფხვრათ პრობლემა.

უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *