ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით აუცილებელია, შეიცვალოს სამგზავრო სავარძელი, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნებადართულია კვლავ გამოიყენოთ სამგზავრო სავარძელი. ეს ყოველივე კი დამოკიდებულია ავტოსაგზაო შემთხვევის შეფასებასა და სამგზავრო სავარძლის მწარმოებელზე.

ბევრი სამგზავრო სავარძელი უნდა შეიცვალოს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მაშინაც კი, თუ მასში ბავშვი არ იჯდა ან ავტოსაგზაო შემთხვევა იყო მსუბუქი. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იჭიმება უსაფრთხოების ღვედი, ასევე შეჯახების სიძლიერე მოქმედებს აისოფიქსის დამჭერებზეც, ბევრჯერ შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი არაა სავარძლის შემადგენელი ნაწილების დაზიანება, თუმცა იგი სახიფათოა შემდგომი გამოყენებისთვის, რადგან შესაძლოა, მკვეთრი მუხრუჭის დროსაც კი გატყდეს სავარძელი, ან ღვედმა აღარ დაიჭიროს ბავშვი და დაცვის ნაცვლად ზიანი მოუტანოს მას.

რა შემთხვევაში შეიძლება სამგზავრო სავარძლის კვლავ გამოყენება?

თუ შეჯახება იყო მსუბუქი და შემდეგი 5 კრიტერიუმი თანხვედრაშია, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, არ შეცვალოთ სამგზავრო სავარძელი:

  1. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ავტომობილი კვლავ მოძრაობს და არ გჭირდებათ ევაკუატორი ან ბუქსირება. (სხვა ავტომობილის საშუალებით გადაადგილება);
  2. ავტომობილის კარი, რომელ მხარესაც დამაგრებული იყო სამგზავრო სავარძელი, არ დაზიანებულა;
  3. ავტომობილში არცერთი მგზავრი არ დაზიანებულა;
  4. უსაფრთხოების ბალიშები ე.წ. “აირბაგები” არ გახსნილა;
  5. და სამგზავრო სავარძელს არ აღენიშნება არანაირი ხილული დაზიანება.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასევე უნდა შეამოწმოთ თქვენი სამგზავრო სავარძლის ინსტრუქცია, სადაც სავარძლის მწარმოებელი მიგითითებთ, როგორ მოიქცეთ ნებისმიერი შეჯახების შემდეგ. თუ ნებისმიერ შემთხვევაში მწარმოებელი მოითხოვს სამგზავრო სავარძლის შეცვლას, მაშინ დაუყონებლივ უნდა შეცვალოთ იგი.

თუ ინსტრუქციაში არ არის აღნიშნული, როგორ მოიქცეთ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ან დაუკავშირდით მწარმოებელს და მიაწოდეთ ინფორმაცია, ან აუცილებლად შეცვალეთ სამგზავრო სავარძელი.

თუ ზემოაღნიშნული რომელიმე კრიტერიუმი არ სრულდება და თანხვედრაში არ არის ერთმანეთთან, ან მწარმოებელი მიგითითებთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეცვალოთ, ან/და მწარმოებელი არაფერს წერს ამის შესახებ, მაშინ აუცილებლად შეცვალეთ სამგზავრო სავარძელი, რათა დაიცვათ ბავშვის სიცოცხლე.

სამგზავრო სავარძლების ბრენდები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეცვალოთ, იყო ეს ძლიერი შეჯახება თუ არა:

Baby Trend; Chicco; Clek; Cybex; Evenflo; Graco; Recaro; Volvo და სხვა ბრენდები.

თუ ზემოაღნიშნული 5 კრიტერიუმი დააკმაყოფილა ავტოსაგზაო შემთხვევამ და თქვენ ფლობთ შემდეგი სამგზავრო სავარძლებიდან რომელიმეს:

Britax; Combi; Cosco, Immi, Peg Perego და სხვა – მაშინ შეგიძლიათ, კვლავ გამოიყენოთ სამგზავრო სავარძელი.

გთხოვთ, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოგვწეროთ, თუ თქვენი სამგზავრო სავარძლის მწარმოებლის შესახებ არაფერი წერია ჩვენს ბლოგში, ერთად შევაფასოთ შესაცვლელია თუ არა სამგზავრო სავარძელი, შევამოწმოთ ინსტრუქცია და გადავამოწმოთ მწარმოებელთან.

თუ სამგზავრო სავარძელი შესაცვლელია, როგორ მოვიქცეთ, რომ აღნიშნული სავარძელი სხვამ არ გამოიყენოს? გადაჭერით შიდა უსაფრთხოების ღვედები და დააზიანეთ ქსოვილი, რათა ყველასთვის შესამჩნევი იყოს, რომ სავარძელი დაზიანებულია და მისი გამოყენება აღარ შეიძლება.

თუ სამგზავრო სავარძელი შესაცვლელია, იმავე კატეგორიის შეძენას ნუ იჩქარებთ, შესაძლოა, დროა უკვე სხვა კატეგორიის სამგზავრო სავარძელი შეიძინოთ. მოგვწერეთ და ჩვენ (Your car seat) დაგეხმარებით სწორად შეარჩიოთ სამგზავრო სავარძელი.

უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *