იყენებთ სამგზავრო სავარძელს?
ჯერ არ გაქვთ, მაგრამ შეძენამდე გსურთ ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ბრენდების შესახებ მეტი გაიგოთ?
მაშინ ეს ბლოგი დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.
თუ ჩვენი გვერდისა და ბლოგის შესახებ გსმენიათ, ისიც გეცოდინებათ, რომ სამგზავრო სავარძლის შეძენისას, მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ სწორი ჯგუფის სავარძელი, აუცილებლად ახალი, რადგან მეორადი სავარძელი შესაძლოა ვადაგასული, ან დაზიანებული იყოს.
გაარკვიეთ სამგზავრო სავარძლის მწარმოებლის შესახებ მეტი ინფორმაცია და დააზუსტეთ, არის თუ არა სასურველი სავარძელი სეთიფიცირებული.

საქართველოში, სანდო შემომტან კომპანიებს აქვთ ევროპელი და ამერიკელი მწარმოებლების სამგზავრო სავარძლები.
ქვემოთ ჩამოთვლილი ბრენდების სამგზავრო სავარძლები სერთიფიცირებულია ევროპული სტანდარტების მიხედვით – ECE R44.
ევროპაში სერთიფიცირებულ სამგზავრო სავარძლებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გამოიყენებთ, თუმცა, არა პირიქით.


ერთ-ერთი ევროპული ბრენდი, რომელიც ხშირად შეგხვდებათ მაღაზიებში ან ვებსაიტებზე, არის LORELLI.
DIDIS LTD (Bulgaria) – Bertoni (Lorelli) 1995 წელს დაარსდა. ბრენდი პოპულარულია მომხმარებლებს შორის იმიტომ, რომ აქვს ხელმისაწვდომი ფასები და კომფორტული დიზაინი, ამასთან სერთიფიცირებულია ევროპული სტანდარტების მიხედვით. საქართველოს გარდა LORELLI-ის სამგზავრო სავარძლები იყიდება: საბერძნეთში, თურქეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში.
LORELLI-ის სამგზავრო სავარძლების შეძენას ბევრ მაღაზიაში შეძლებთ, მათ შორის ინტერნეტ მაღაზიებში: Vendoo, Nido, be.ge, Babystep.

კიდევ ერთი პოპულარული ბრენდია Hauck.
ჰაუკის ისტორია გერმანიაში 1923 წლიდან იწყება, როდესაც ერთმა შრომისმოყვარე კაცმა, გადაწყვიტა ტრადიციული საბავშვო კალათების გაკეთება . 70-იან წლებში კალათებს საბავშვო საწოლები და ეტლები დაემატა. ასე დაიწყო დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდის ისტორია.
1992 წლიდან ჰაუკის სამგზავრო სავარძლები, აქსესუარები, საბავშვო სკამები, ეტლები მსოფლიოს 95 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, ყველა კონტინენტზე. სერთიფიცირებულია ევროპული სტანდარტების მიხედვით.
ჰაუკის სამგზავრო სავარძლების შეძენას შეძლებთ Hauck-ის მაღაზიებში, ინტერნეტ მაღაზიებში – Nido და be.ge.

ცნობილი გერმანული ბრენდი Cybex 2018 წლიდან შემოვიდა ქართულ ბაზარზე.
Cybex 2005 წელს, გერმანიაში დააფუძნა მარტინ პოსმა. მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა, რა რთული და ჩახლართულია ზოგი სამგზავრო სავარძლის დამონტაჟება, მან გადაწყვიტა შეექმნა სამგზავრო სავარძელი, რომელიც მშობლისთვის მარტივი გამოსაყენებელი იქნებოდა, უსაფრთხო, კომფორტული და დახვეწილი დიზანის.
საიბექსის სამგზავრო სავარძლები სერთიფიცირებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ამას გარდა სხვა გავლენიანი ორგანიზაციების (როგორიცაა გერმანული ADAC) ტესტირების შედეგებშიც კარგ შედეგებს აჩვენებს.
Cybex-ის სამგზავრო სავარძლების შეძენას ვიშლისთის და შიკბებეს მაღაზიებში შეძლებთ.


კიდევ ერთი ევროპული კომპანიის – Chicco-ს სამგზავრო სავარძლების შეძენას შეძლებთ საქართველოში. Artsana ჯგუფი 1946 წელს დაარსა იტალიელმა პიეტრო კატელიმ. 1958 წელს დაარსდა ბრენდი კიკო, მას შემდეგ, რაც შეეძინა შვილი და დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ გაეფართოვებინა საბავშვო პროდუქციის წარმოება. კიკოს ბრენდი ორიენტირებულია ესთეტიკაზე, ბავშვისა და მშობლის კომფორტზე და უსაფრთხოებაზე.
Chicco Artsana-ს ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა.
ბრენდი თანამშრომლობს პედიატრებთან, მშობლებთან და საუკეთესო სპეციალისტებტან პროდუქციის შექმნისას.
ამ დროისთვის კიკოს ბრენდი 120-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში მის პროდუქციას ნახავთ საიტზე Chicco.ge.

ხელმისაწვდომი და ბევრი მშობლისთვის ნაცნობი ბრენდებია Kikkaboo და Cangaroo.
Kikkaboo ესპანური ბრენდია, ხელმისაწვდომი ფასებით. დაარსდა 2016 წელს და მოკლე დროში შეძლო ევროპის ბევრ ქვეყანაში თავის პროდუქციის იმპორტირება. კიკაბუ მსოფლიოს მასშტაბით 20-ზე მეტ ბაზარზეა წარმოდგენილი. საწარმოების ნაწილი მდებარეობს ბულგარეთში, ნაწილი კი ჩინეთში, თუმცა მათი სავარძლები აკმაყოფილებენ ევროპულ მოთხოვნებს (ECE R44).
კიდევ ერთი ბრენდი, რომლის სამგზავრო სავარძლებიც კომფორტული დიზაინითა და ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა არის Cangaroo.
Cangaroo ბულგარული ბრენდია, მისი წარმოებული სამგზავრო სავარძლები  ევროპულ ქვეყნებშიც პოპულარულია. ბრენდს საბავშვო ნივთების წარმოების 20 წლიანი გამოცდილება აქვს.
Cangaroo-ს და Kikkaboo-სამგზავრო სავარძლების შეძენას ვიშლისთის ინტერნეტ მაღაზიაში შეძლებთ.
ჩამოთვლილი ბრენდები განსხვავდებიან ხარისხისა და ღირებულების მიხედვით, მაგრამ ყველა მათგანი სერტიფიცირებულია ევროპული სტანდარტების მიხედვით.

ნებისმიერი ბრენდის სამგზავრო სავარძლის შეძენისას დარწმუნდით, რომ სავარძელს აქვს გავლილი ტესტირება, არის სერთიფიცირებული. დასვით რაც შეიძლება ბევრი კითხვა, სანდო მომწოდებელი აუცილებლად გაგცემთ მათზე პასუხს.

გახსოვდეთ, რომ ავტომანქანის სავარძლის გამოყენება აუცილებელია,  მგზავრობისას,  ბავშვების უსაფრთხოებისთვის.


0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *