ბავშვების უსაფრთხო მგზავრობისთვის აუცილებელია სამგზავრო სავარძლების გამოყენება.სამწუხაროდ, საქართველოში კანონმდებლობა არ ავალდებულებს მშობელს მის გამოყენებას 12 წლამდე ბავშვების ტრანსპორტით გადაყვანისას, ასევე, არ კონტროლდება იმ  სავარძლების ხარისხი და წარმომავლობა, რომლებიც ქვეყანაში ხელმისაწვდომია და სხვადასხვა ბაზრობებზე იყიდება.

ევროპის ქვეყნებში კანონით მკაცრად კონტროლდება  არა მხოლოდ სამგზავრო სავარძლის გამოყენება, ასევე სერთიფიცირების  სტანდარტები, რომლებსაც სამგზავრო სავარძელი უნდა აკმაყოფილებდეს (ECE R44).

ამერიკის შეერთებულ შტატებში,  სავალდებულოა, რომ  ყველა საავტომობილო სავარძელი  იყოს ტესტირებული და თანხვედრაში ფედერალური უსაფრთხოების სტანდარტებთან (FMVSS).

პოპულარული გერმანული გამოცემა „ავტობილდი“ არა მარტო  ავტომობილებს, სამგზავრო სავარძლებსაც გამოცდის. სააავტომობილო სავარძელი ფასდება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: უსაფრთხოება,  გამოყენების სიმარტივე, ბავშვის კომფორტი.

ხშირად, რეკლამაში ვხედავთ –  რა მარტივად სვამს დედა ბავშვს სამგზავრო სავარძელში, ის კი ბედნიერია და  იღიმის. სამწუხაროდ, რეალობა განსხვავებულია. პატარები ხშირად აპროტესტებენ სამგზავრო სავარძელში ჯდომას, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავს არაკომფორტულად გრძნობენ, რაც მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა. ტესტირებისას, უპირატესობა მიენიჭათ მოდელებს, რომლებიც ადვილად გამოსაყენებელია მშიბლებისთვის და მოხერხებული ბავშვებისთვის. ამ პრინციპით, სულ 5 სამგზავრო სავარძელი შეარჩიეს.

  1. Britax Römer Baby-Safe i-Size  – მოძრავი საზურგე, რეგულირებადი ღვედი, 5-დან 4 ქულა.
  2. Cybex Cloud Q – სავარძლის წონა – 6 კგ, მოძრავი საზურგე. 4/5 ქულა.

3. Recaro Privia Evo – მარტივი და მოსახერხებელი სავარძელი, მსუბუქი – 4 კგ,  ღვედები დაკავშირებულია თავის დასადებთან, რაც ამარტივებს ბავშვის ჩასმის პროცესს. დადებითად შეფასდა მხოლოდ სავარძელი, ბაზის გარეშე – 3/5 ქულა.

4.  GB Idan – მწარმოებელი ჩინეთიდან, რომლის შვილობილი კომპანიაა Cybex. სავარძელი საკმაოდ ხარისხიანია, აქვს აისოფიქსიანი ბაზა. შეფასება – 4/5.

5. Maxi Cosi PebblePlus – ამ სავარძელში ბავშვის ჩასმა ადვილია  მოსახერხებელი, რეგულირებადი ღვედების გამო. სავარძლის ბაზის გამოყენებას Maxi –cozi-ის სხვა სავარძელთანაც შეძლებთ. შეფასება – 4,5/5 ქულა.

ADAC გერმანული ორგანიზაციაა, რომელიც ატარებს სხვადასხვა ბრენდის სავარძლების ტესტირებას,რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ერგონომიკა, ადვილად ტრანსპორტირება და საჭირო სივრცე ავტომობილში.  ADAC-მა პირველი ტესტირების შედეგები დაახლოებით 50 წლის წინ გამოაქვეყნა, აქედან დაიწყო ტესტირებების სერია, რომლებმაც, მკაცრი მოთხოვნების წყალობით,  საერთაშორისო წარმატება და მომხმარებელთა ურყევი ნდობა მოუტანათ.

ისინი სამგზავრო სავარძლებს იმიტირებული ავტოსაგზაო შემთხვევების საშუალებით გამოცდიან( შეჯახება წინ, 64კმ / სთ სიჩქარით,  შეჯახება გვერდიდან 50 კმ/სთ  სიჩქარით და სამგზავრო სავარძლის საფარის დაბინძურების კვლევა).

2020 წელს 26 სამგზავრო სავარძელი შეამოწმეს. მათგან 26-მა მიიღო დადებითი შეფასება, ხოლო 6-მა მათგანმა აჩვენა დამაკმაყოფილებელი შედეგი.

სამწუხაროდ, ბევრი მოდელი, რომელიც ტესტირებულია ADAC-ის მიერ, არ არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, თუმცა, იმავე ბრენდის, სხვა მოდელებს შეხვდებით რამდენიმე ქართულ  ინტერნეტ მაღაზიაში. Britax Romer, Cybex, Maxi-cosi – ამ ბრენდების სავარძლებს აქვთ კარგი შედეგები 2020 წელს ჩატარებული ტესტირებისას.

 


0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *