პირველი სამგზავრო სავარძელი  1930 წელს გამოჩნდა, თუმცა მას იყენებდნენ როგორც ბავშვის დასამაგრებელ საშუალებას მოძრავ ტრანსპორტში და  საერთო არაფერი ჰქონდა ბავშვის უსაფრთხო მგზავრობასთან. სავარძელი მხოლოდ მშობლების კომფორტზე იყო გათვლილი, რათა ბავშვს მძღოლი არ შეეწუხებინა. პირველი სამგზავრო სავარძელი მაგრდებოდა ავტომობილის სავარძლის საზურგეზე.

 

1940 -იან წლებში სამგზავრო სავარძლების სიმაღლე გაზარდეს, რათა ბავშვს შესაძლებლობა ჰქონოდა მგზავრობის დროს გარეთ გაეხედა და დაეთვალიერებინა გზა.  ეს სავარძლები ბავშვების ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ნამდვილად კარგი საშუალება იყო, თუმცა არა მათი უსაფრთხოებისთვის.

1962 წელს ორმა პირმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შექმნა სამგზავრო სავარძელი, რომლის დასამაგრებლად საჭირო იყო  უსაფრთხოების ღვედი. 60 -იანი წლები სამგზავრო სავარძლების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს შეიძინა სამგზავრო სავარძლებმა სწორი დანიშნულება – ბავშვის უსაფრთხო გადაყვანა.

ამერიკელმა ლეონარდ რივკინმა შექმნა სამგზავრო სავარძელი, რომელსაც ჰქონდა მეტალის კორპუსი და ღვედის შესაკრავები. ამ დროს ბრიტანელმა ჯინ ეიმსმა წარმოადგინა სამგზავრო სავარძელი, რომელიც მაგრდებოდა მოძრაობის საპირისპიროდ  და  რომელსაც ჰქონდა ღვედების შესაკრავი, აღნიშნული მოდელი ძალიან ჰგავს დღევანდელ მოდელებს.

1968 წელს კომპანია „ფორდ მოტორ“ ბაზარზე შემოიტანა ახალი სამგზავრო სავარძელი, სახელად – Tot Guard, ის იყო პლასტმასის სამგზავრო სავარძელი, რომელსაც სახის წინ ჰქონდა რბილი დასაფენი, რაც დამუხრუჭების შემთხვევაში ბავშვის თავის რბილად შეჯახებას უზრუნველყოფდა.

 

მალე, ჯენერალ მოტორსმა გამოუშვა სამგზავრო სავარძელი. ბავშვებისა და მოზარდებისთვის გათვალისწინებული იყო  კონსტრუქცია, რომელიც ასევე ღვედით მაგრდებოდა და შექმნილი იყო იმისათვის, რომ ბავშვი ავტომობილში ერთ ადგილზე დაეკავებინათ.

მხოლოდ 70-იან წლებში დაიწყეს ბავშვთა უსაფრთხოებაზე ფიქრი კანონმდებლებმა. პირველი წესი, რომელიც 1971 წელს მიიღეს სამგზავრო სავარძლით მოძრაობის შესახებ გულისხმობდა შემდეგს – ყველა სამგზავრო სავარძელი უნდა ყოფილიყო დამაგრებული ღვედით, ასევე ღვედით უნდა ყოფილიყო სამგზავრო სავარძელში მჯდომი ბავშვიც შეკრული. ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო სავალდებულო სამგზავრო სავარძლების ტესტირება.

1985 წელს ბავშვთა უსაფრთხო მგზავრობის მიზნით მიიღეს პირველი კანონი, რომლის თანახმად, ბავშვებისთვის, გარკვეულ ასაკამდე, სავალდებულო იყო სამგზავრო სავარძლით მგზავრობა.

1995 წელს ბაზარზე გამოჩნდა LATCH სისტემა, რაც უზრუნველყოფს სამგზავრო სავარძელში მოთავსებული ბავშვის შეკვრას ზემოდან ქვემოთ, რაც უფრო უსაფრთხოს ხდის მას.

დღეს, ევროპასა და ამერიკაში სამგზავრო სავარძლებთან დაკავშირებით კანონი მკაცრია, სამგზავრო სავარძლით უნდა გადაადილდებოდეს 0-12 წლამდე ყველა ბავშვი, ამასთან, სავარძელი სწორად უნდა იყოს შერჩეული მათი ასაკის, წონისა და სიმაღლის მიხედვით. ასევე ყურადღება ექცევა სამგზავრო სავარძლის ვადასაც.

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *