სწორი კატეგორიის სამგზავრო სავარძლის შეძენის შემდეგ, მისი ავტომანქანაში დამაგრების დრო დგება. ეს მრავალეტაპიანი პროცესი გამოცდილ მშობლებსაც კი აშინებთ, განსაკუთრებით, როცა აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ამ დროს შეცდომის დაშვება.

დამაბნეველია, რომ ერთნაირი სამონტაჟო სისტემით აღჭურვილ სამგზავრო სავარძლებსაც კი, დეტალები ოდნავ განსხვავებული აქვთ.

კიდევ უფრო რთულია არჩევანის გაკეთება ისოფიქსისა და ღვედით სამონტაჟო სისტემებს შორის.

თქვენ რომელს აირჩევდით?

რა არის აისოფიქსი?

აისოფიქსის სამონტაჟო სისტემა სამგზავრო სავარძლის კორპუსზეა დამატებული. ის უსაფრთხოაა და მარტივად დასამაგრებელი. სამგზავრო სავარძლებს აქვთ 3 წერტილი, ორი კონექტორი (ლითონის ბარები) და ერთი კაუჭი, ან აქვთ წინა, დამატებითი ფიქსატორი – ფეხი. ავტომანქანაში დასამონტაჟებლად საჭიროა აისოფიქსის ლითონის დანართების ავტომანქანაში სწორად ჩამაგრება.

ზოგ სამგზავრო სავარძელს კორპუსზე აქვს მაჩვენებელი, რომელზეც მითითებულია, არის თუ არა მყარად დამონტაჟებული სამგზავრო სავარძელი (ფერს იცვლის სწორად დამაგრებისას, მწვანდება).

აისოფიქსის ლითონის სამაგრებთან ერთად უნდა გამოიყენოთ კაუჭიანი ღვედიც, რომელიც მაგრდება ავტომანქანაში. აისოფიქსით დამაგრებისას არ ვიყენებთ უსაფრთხოების ღვედს, რადგან ორი სამონტაჟო სისტემის ერთდროულად გამოყენება არ არის უსაფრთხო.

ყველა ავტომანქანას აქვს აისოფიქსის სამონტაჟო სისტემა?

ბოლო წლებში წარმოებული ავტომანქანების უმრავლესობას აქვს აისოფიქსის სამონტაჟო სისტემის მხარდაჭერა, მაგრამ სანამ სამგზავრო სავარძელს შეარჩევთ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, შეძლებთ თუ არა აისოფიქსიანი სამგზავრო სავარძლის გამოყენებას.

თუ თქვენი ავტომანქანა არ აღმოჩნდა თავსებადი აისოფსიქსის სამონტაჟო სისტემასთან, მაინც შეძლებთ სამგზავრო სავარძლის დამაგრებას უსაფრთხოების ღვედის დამონტაჟების მეთოდის გამოყენებით.

აისოფიქსის სამონტაჟო სისტემის უპირატესობები

სტატისტიკის მიხედვით, სამგზავრო სავარძლების დიდი ნაწილი არასწორადაა დამაგრებული ავტომანქანაში უსაფრთხოების ღვედით. ეს ნიშნავს, რომ უამრავი ბავშვი ახლაც კი მგზავრობს სამგზავრო სავარძლით, რომელიც სავარაუდოდ ვერ დაიცავს მას ავტოსაგზაო შემთხვევისას.

ამის გათვალისწინებით, ბევრი მშობელი უარს ამბობს უსაფრთხოების ღვედით დასამაგრებელ სამგზავრო სავარძლებზე და უპირატესობას აისოფიქსის სამონტაჟო სისტემას ანიჭებს, რადგან ადვილად მაგრდება და სპეციალური ინდიკატორი აჩვენებს, არის თუ არა სწორად მყარად დამაგრებული სამგზავრო სავარძელი.

უსაფრთხოების ღვედით სამონტაჟო სისტემის უპირატესობები

მიუხედავად იმისა, რომ აისოფიქსიანი სამგზავრო სავარძლის სწორად დამაგრება მარტივია, არც უსაფრთხოების ღვედის გამოყენებაა ნაკლებად უსაფრთხო.

თუ ყურადღებით წაიკითხავთ ინსტრუქციას და ყველა მითითებას სწორად შეასრულებთ, ავტომანქანის ღვედით დამაგრებული სამგზავრო სავარძლები უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხო მგზავრობას.

ღვედით სამონტაჟო სისტემის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ნებისმიერ ავტომანქანაში გამოიყენებთ.

თუ სამგზავრო სავარძელს უსაფრთხოების ღვედით ამაგრებთ, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები:

  • სამგზავრო სავარძელი არ უნდა მოძრაობდეს 2,5 სმ-ზე მეტად.
  • უსაფრთხოების ღვედი უნდა გადაჭიმოთ ბრტყლად და მჭიდროდ.
  • უსაფრთხოების ღვედი უნდა გაატაროთ ინსტრუქციაში მითითებული ყველა ეტაპის გათვალისწინებით.
  • სამგზავრო სავარძელი სწორ პოზიციაში უნდა დაამაგროთ.

რომელი უფრო უსაფრთხოა – აისოფიქსი თუ სამონტაჟო სისტემა უსაფრთხოების ღვედით ?

საბოლოოდ, ამ კითხვას პასუხი თქვენ უნდა გასცეთ. ყოველი მგზავრობისას უნდა იცოდეთ, რომ თქვენი შვილი უსაფრთხოდ მგზავრობს და შერჩეული სამგზავრო სავარძელი შეძლებს უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მშობლისთვის უფრო მარტივია სამგზავრო სავარძლის გამოყენება აისოფიქსით, ყველა ავტომანქანა არ არის თავსებადი ამ სამონტაჟო სისტემასთან.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სამონტაჟო სისტემას გამოიყენებთ, ყოველ ჯერზე დარწმუნდით, რომ სამგზავრო სავარძელი სწორადაა დამაგრებული, მწარმოებლის მიერ გაცემული ინსტრუქციისა და რეკომენდაციების დაცვით, ამ შემთხვევაში, ორივე სამონტაჟო სისტემა ეფექტურად დაიცავს ბავშვს.

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *