სამგზავრო სავარძლის შეძენა მშობლებისთვის არც ისე ადვილი ამოცანაა, ჩვენ ხომ შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო გვინდა. ბაზარზე უამრავი მომწოდებელია, ბევრი ბრენდი და სხვადასხვა მწარმოებელი ქვეყანა.

მეორადი სამგზავრო სავარძელი
პირველ რიგში, არ შეიძინოთ მეორადი სამგზავრო სავარძელი. ყიდვისას კონსულტანტმა რაც უნდა აქოს და ადიდოს, ცნობილი ბრენდები დაგისახელოთ და თქვენს დარწმუნებას შეეცადოს, გახსოვდეთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგაც კი შესაძლოა არაფერი
ეტყობოდეს სამგზავრო სავარძელს, თუმცა უსაფრთხოების ყველა დამცავი მექანიზმი მოშლილი იყოს. შეიძინეთ აუცილებლად ახალი სამგზავრო სავარძელი.

შეიძინეთ სანდო მომწოდებლისგან
დღეს ისევ პოპულარულია სხვადასხვა ბაზრობები, სადაც გაუგებარი წარმოშობის პროდუქცია იყიდება, ამ შემთხვევაში ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას რომ სამგზავრო სავარძელი ნამდვილად უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხო მგზავრობას.

სამგზავრო სავარძლის კატეგორიები
ერთ წლამდე (0-10კგმდე) ბავშვები 0 ჯგუფის სამგზავრო სავარძლებს იყენებენ, 12-15 თვის (0-13 კგმდე) – 0+ ჯგუფს, 1-3 წლამდე (9-18 კგმდე) – პირველ ჯგუფს, 3-7 წლამდე (15-25 კგმდე) – მეორე ჯგუფს, ხოლო, 7-12 წლამდე ბავშვები (25-36 კგ-მდე) – მე-3 ჯგუფს. გაითვალისწინეთ ბავშვის წონა და ეცადე ისეთი სამგზავრო სავარძელი შეიძინოთ, რომელიც ნაკლებ ჯგუფს/კატეგორიას მოიცავს და ბავშვს მჭიდროდ ერგება.

არ დაზოგოთ თანხა
არ დაზოგოთ თანხა სამგზავრო სავარძლის ყიდვისას, რადგან საქმე უსაფრთხოებას ეხება. ეცადეთ არ იყიდოთ სამგზავრო სავარძელი, რომელიც ყველა კატეგორიას მოიცავს, სავარძელი ბავშვს კარგად უნდა ერგებოდეს, რათა დაიცვას ავტოსაგზაო შემთხვევისას.ეცადე, სწორედ იმ კატეგორიის სავარძელი იყიდოთ, რომელიც ბავშვს სჭირდება, თუნდაც მის ზრდასთან
ერთად სავარძლის შეცვლაც რამდენჯერმე დაგჭირდეთ.

რომელი სამონტაჟო სისტემაა უკეთესი, ღვედი თუ იზოფიქსი?
ორივე მათგანს აქვს თავისი უპირატესობები, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ყველა  ავტომანქანა არ არის თავსებადი ISOFIX სამოტაჟო სისტემით აღჭურვილ სამგზავრო სავარძლებთან. ასეთ სამგზავრო სავარძლებს აქვთ 3 წერტილი: ორი კონექტორი (ლითონის ბარები), უკავშირდება ავტომანქანის სავარძელს მის საზურგესა და დასაჯდომს შორის, ერთი კაუჭი სამგზავრო სავარძელს, ან აქვს წინა, დამატებითი
ფიქსატორი – ფეხი. ასეთი სამონტაჟო სისტემის სამგზავრო სავარძლები უფრო მარტივი დასამაგრებელია,გამოირჩევა კარკასის სიმყარითა და გამძლეობით.მსგავსი მოდელების ნაწილი ღვედითაც შეიძლება დამონტაჟდეს. თუმცა, თუ გყავთ ავტომობილი ISO Fix-ის მხარდაჭერით, სჯობს ისეთი სამგზავრო სავარძელი შეიძინოთ, რომელიც ღვედით მაგრდება, ისიც საკმაოდ მყარია და უსაფრთხო.
აუცილებლად შეიძინეთ და გამოიყენეთ სამგზავრო სავარძელი ყოველი მგზავრობისას.

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *