პირველი სამგზავრო სავარძელი გასულ საუკუნეში შეიქმნა და არა მხოლოდ ფორმა, დანიშნულებაც განსხვავებული ჰქონდა.

დღეს ბაზარზე უამრავი მწარმოებელია და თითოეული მათგანი ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს სამგზავრო სავარძელი, რომელიც არა მხოლოდ დაიცავს ბავშვს ავტოსაგზაო შემთხვევისას, მის კომფორტულ მგზავრობასაც უზრუნველყოფს.

სწორედ ასეთი, ბავშვის და მშობლის საჭიროებებზე მორგებული ნივთია მბრუნავი სამგზავრო სავარძლები.

360°-იანი ბრუნვის ფუნქციით ფუნქციით აღჭურვილი სამგზავრო სავარძელი გაგიმარტივებთ ბავშვის მასში ჩასმას და ამოყვანას, ასევე მიბრუნებას სასურველი მიმართულებით (ბავშვის წონის და ასაკის მიხედვით – სახით წინ ან მოძრაობის საწინააღმდეგოდ).

სამონტაჟო სისტემა


სამგზავრო სავარძლების უმეტესობას 360°-იანი ბრუნვის ფუნქციით აქვთ აისოფიქსის სამონტაჟო სისტემა, ამიტომ შეძენამდე დარწმუნდით, რომ თქვენი ავტომანქანა თავსებადია ამ სისტემასთან.
ასეთი სამგზავრო სავარძლები საკმაოდ მძიმეა – ძირითადად იწონის 10 კგ-ს ან მეტს.
იმისათვის, რომ სამგზავრო სავარძელი მიაბრუნოთ სასურველი მიმართულებით, მხოლოდ ხელის დაჭერა მოგიწევთ ღილაკზე ან ბერკეტზე.

სერთიფიცირება

რომელი რეგულაციის მიხედვითაა ისინი სერთიფიცირებული?
მათი ნაწილი R44 რეგულაციის მიხედვითაა ტესტირებული, ნაწილი უფრო ახალი რეგულაციის – R129-ის (i-size) მიხედვით.

R44 რეგულაციის მიხედვით ტესტირებულ სამგზავრო სავარძლებს ამ ფუნქციით დაახლოებით 0+/1 ჯგუფებში გამოიყენებთ.

R129(i-size) რეგულაციის მიხედვით წარმოებული და ტესტირებული სამგზავრო სავარძლების ამ ფუნქციით სარგებლობას შეძლებთ, სანამ ბავშვის სიმაღლე მიაღწევს 100-105 სმ-ს (დაახლოებით 4 წლამდე).

უსაფრთხოა მბრუნავი სამგზავრო სავარძელი?

თუ სამგზავრო სავარძელს სწორად ამონტაჟებთ, ის უსაფრთხოა.
ზოგი სამგზავრო სავარძელი 360°-იანი ბრუნვის ფუნქციით გაძლევთ საშუალებას ხანგრძლივად გამოიყენოთ ის მოძრაობის საწინააღმდეგოდ, ამ პოზიციაში მეტად დაცულია ბავშვი.

მგზავრობისას ნუ გამოიყენებთ 360°-იანი ბრუნვის ფუნქციას, დააფიქსირეთ სამგზავრო სავარძელი სახით წინ, ან მოძრაობის საწინააღმდეგოდ მწარმოებლის მიერ გაცემული რეკომენდაციების, ბავშვის ასაკისა და წონის გათვალისწინებით.

შეარჩიეთ სამგზავრო სავარძელი მაღალი ხარისხის მექანიზმით.


0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *