სამგზავრო სავარძლის გამოყენება აუცილებელია 12 წლამდე ასაკის ბავშვების უსაფრთხო მგზავრობისთვის.
ავტოსაგზაო შემთხვევისას, ის სიკვდილისა და დაშავების შესაძლებლობას ჩვილებში დაახლოებით 70%- მდე, ხოლო ბავშვებში 54%-დან 80%-მდე ამცირებს.

შესაბამისი ჯგუფისა და კარგად მორგებული სავარძლის შეძენა უსაფრთხო მგზავრობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სავარძლის საიმედოდ დამაგრება და მასში ბავშვის სწორად ჩასმა.
როგორც იცით, სამგზავრო სავარძლების ნაწილი მაგრდება ღვედით, ნაწილი აისოფიქსით, ზოგ მათგანს კი ორივე სამონტაჟო სისტემა აქვს. ყურადღებით წაიკითხეთ სამგზავრო სავარძლის ინსტრუქცია და შესაბამისად დაამონტაჟეთ ავტომანქანაში. მნიშვნელოვანია, სავარძლის ღვედები ბრტყლად და სწორად, რაც შეიძლება კარგად დაჭიმოთ, თავის დასადები კი სწორად იყოს მოთავსებული.
2 წლამდე ბავშვები მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა ისხდნენ სავარძელში, ეს დაიცავს მათ დაშავებისგან. ავარიისას, დარტყმის სიმძლავრე გადანაწილდება მთლიან სხეულზე და არ დაუზიანებთ თავს, ხერხემალს ან კისერს.

კვლევებმა ცხადყო, რომ ჯდომის ეს პოზიცია ბავშვებში დაახლოებით 75%-ით ამცირების დაშავების ან სიკვდილიანობის მაჩვენებელს. სასურველია მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით ბავშვები რაც შეიძლება მეტხანს ისხდნენ, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვები მოითხოვენ პოზიციის შეცვლას.შეგიძლიათ,  2 წლიდან ბავშვი სახით წინ დასვათ სავარძელში, წონისა და სიმაღლის გათვალისწინებით.

დაახლოებით, 4-5 წლიდან შეიძლება მაღალსაზურგიანი ასამაღლებელი საშუალების(ბუსტერი) გამოყენება.


დაახლოებით 8-12 წლამდე ასაკის ბავშვებს უკვე შეუძლიათ გამოიყენონ ასამაღლებელი ბალიში საზურგის გარეშე, რომ ავტომობილის უსაფრთხოების ღვედი დაიფიქსირონ სწორად : ერთი ნაწილი ზედა ბარძაყზე და არა მუცელზე, ხოლო მეორე ნაწილი (სამხრე ქამარი) – გულ-მკერდის გასწვრივ და არა კისერზე.

სამგზავრო სავარძლის ჯგუფის შეცვლისას, ბავშვის ასაკი არ არის მნიშვნელოვანი, გასათვალისწინებელი მონაცემებია – წონა და სიმაღლე. 


0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *