სამგზავრო სავარძლის შერჩევისა და გამოყენების დროს მნიშვნელოვანია იცოდეთ ბავშვის ასაკი, წონა და სიმაღლე. ასაკის დადგენა მარტივია, ხოლო წონისა და სიმაღლის ზუსტად დადგენას გარკვეული ცოდნა სჭირდება, ცოდნა იმისა, თუ რას მივაქციოთ ყურადღება.

როგორ ავწონოთ ბავშვი?

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი უნდა აწონოთ ჩაცმული, უნდა აწონოთ ისე, როგორც სავარძელში სვამთ მას, თხელი ტანსაცმლითა და ფეხსაცმელებით.

სამგზავრო სავარძლის შეძენის, ან მისი მოძრაობის თანახმად ან მოძრაობის საპირისპიროდ დამაგრების შემთხვევაში, უნდა გაარკვიოთ ბავშვის ზუსტი წონა, ამისათვის კი ბავშვი უნდა აწონოთ ჩაცმული, ისე, როგორც სავარძელში სვამთ მას – თხელი ტანსაცმლითა და ფეხსაცმელებით.

სამგზავრო სავარძელს აქვს წონის ლიმიტი, მაგალითად, 13 კილოგრამამდე, 18 კილოგრამამდე და ასე შემდეგ. მოძრაობის საპირისპიროდ დამაგრებულ სამგზავრო სავარძელსაც აქვს ლიმიტი, 13 კილოგრამამდე, 18 კილოგრამამდე ან/და 22 კილოგრამამდე. თუ ბავშვის წონა (ტანსაცმლითა და ფეხსაცმელებით) აღემატება სამგზავრო სავარძლის დაშვებულ წონას, მაშინ უნდა შეცვალოთ იგი, ან მოძრაობის საპირისპიროდ დამაგრებული სავარძლის შემთხვევაში, უნდა შემოაბრუნოთ მოძრაობის თანახმად. არ აწონოთ ბავშვი ქურთუკით ან სქელი ტანსაცმლით, რადგან სამგზავრო სავარძელში არც ქურთუკისა და არც სქელი ტანსაცმლის გამოყენება არ შეიძლება!

სიმაღლე

ბავშვის სიმაღლის გაზომვა ძალიან მარტივი პროცესია. გახადეთ ბავშვს ფეხსაცმელები, დააყენეთ ზურგით სწორ კედელთან და ამგვარად გაიგებთ ზუსტ მონაცემს, თუმცა, ასევე შეგიძლიათ სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით გაიგოთ ბავშვის სიმაღლე.

წლამდე ბავშვის სიმაღლეს პედიატრის კაბინეტში, დაწოლილი ბავშვის გაზომვის შედეგად არკვევენ, თუმცა მიიჩნევა, რომ მცირე უზუსტობები შეიძლება მოგვცეს მსგავსმა გაზომვამ, ამიტომ უმჯობესია ბავშვის სიმაღლის დადგენა, როდესაც იგი დგას და არ იმყოფება მწოლიარე პოზიციაში.

სამგზავრო სავარძლის საზურგე

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სიმაღლეს გაარკვევთ, აუცილებელია, სამგზავრო სავარძლის საზურგეც მოარგოთ ბავშვს მისი სიმაღლის შესაბამისად. იმისათვის, რომ გაიგოთ როგორ უნდა იყოს ბავშვის თავი მოთავსებული სამგზავო სავარძლის ბალიშებს შორის, აუცილებლად ნახეთ ინსტრუქცია და გაეცანით დეტალურად.

მოძრაობის საპირისპიროდ დამაგრებულ სამგზავრო სავარძელში მჯდომი ბავშვისთვის არის მარტივი წესი, როგორ გაზომოთ, სად უნდა ჰქონდეს ბავშვს თავი დაფიქსირებული: აიღეთ წიგნი (2,54 – 3,84 სმ-ის სისქის) მოათავსეთ ბავშვის თავს ზემოთ, თუ წიგნის ზემოთ სავარძლის საზურგე ჩანს ისევე, როგორც ფოტოზეა, ნიშნავს, რომ ბავშვის სიმაღლეს შეესაბამება ეს სავარძელი. თუ წიგნის ზემოთ არ ჩანს სავარძლის საზურგე, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ეს სავარძელი ბავშვისთვის შეუსაბამოა.

როგორ გაზომოთ ტორსი?

მოძრაობის თანახმად დასამაგრებელი სავარძლები მოითხოვენ, რომ შიდა ღვედები ბავშვის მხრების სიმაღლიდან ეშვებოდეს და არ იყოს უფრო მაღლა ან უფრო ქვემოთ მოთავსებული.

მოძრაობის თანახმად დასამაგრებელი სავარძლების ყიდვის წინ, მნიშვნელოვანია, იცოდეთ ბავშვის ტორსის ზომა, რომლის გასაგებად მარტივი მეთოდია დასვათ ბავშვი სწორ კედელთან, ბავშვმა ფეხები გადააჯვარედინოს და გაზომოთ დამჯდარი ბავშვის ტორსის სიმაღლე (წელიდან-მხრებამდე).

თითოეულ სამგზავრო სავარძელს ინსტრუქციაში მოცემული აქვს, რა წონამდე, სიმაღლემდე შეძლებთ მის გამოყენებას, როდის უნდა მოაბრუნოთ მოძრაობის საპირისპიროდ დამაგრებული სავარძელი მოძრაობის თანახმად და ასე შემდეგ, თუმცა თუ კვლავ გექნებათ კითხვები, Your car seat დაგეხმარებათ, თითოეული წესის დაცვით, სწორად შეარჩიოთ და გამოიყენოთ სამგზავრო სავარძელი.

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *