მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სამგზავრო სავარძლის გამოყენება სავალდებულოა. შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა სერვისი, რათა ბავშვებისთვის მგზავრობა უსაფრთხო და კომფორტული იყოს. გარდა იმისა, რომ შესაძლებელია ახალი, ზოგჯერ კი მეორეული სამგზავრო სავარძლის შეძენა (ეს უკანასკნელი რეკომენდებული არაა ) ასევე შესაძლებელია, სამგზავრო სავარძლის ქირით აღება.

საქართველოშიც უკვე არსებობს მსგავსი სერვისი, თუმცა ნუ იჩქარებთ სავარძლის დაქირავებას, აუცილებლად გაეცანით ინფორმაციას, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ სერვისს.

დადებითი მხარეები:

  1. თუ მოგზაურობ ბავშვთან ერთად, დაზოგავ თანხას და იქირავებ სამგზავრო სავარძელს;
  2. როდესაც არ ფლობ საკუთარ ავტომობილს, შეგიძლია, ავტომობილისა და სამგზავრო სავარძლის დაქირავება, ეს კი მოსახერხებელია.

უარყოფითი მხარეები:

  1. არ იცით, სანდოა თუ არა კომპანია, რომელიც აქირავებს სამგზავრო სავარძლებს.
  2. არ იცი ახალია თუ ვადაგასულია სავარძელი;
  3. შესაძლოა, არ ჰქონდეს დოკუმენტაცია, რის მიხედვითაც გაარკვევთ, სერტიფიცირებულია თუ არა სავარძელი, აქვს თუ არა ვადა და როგორ დაამაგროთ სწორად ბავშვის ასაკის, წონისა და სიმაღლის შესაბამისად.
  4. თუ თქვენ არ ფლობთ ინფორმაციას, რომელი კატეგორიის სამგზავრო სავარძელი გჭირდებათ, შესაძლოა, კომპანიაც არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას ამის შესახებ და არასწორი კატეგორიის სამგზავრო სავარძელი აიღოთ.
  5. შესაძლოა, იყოს ჭუჭყიანი ან ქიმიური საშუალებებით გაწმენდილი, რაც ბავშვის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
  6. შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო სავარძელი ავტომობილში იყო, კომპანიამ კი მიიჩნია, რომ ვიზუალური დაზიანების არმქონე სავარძელი კვლავ შეიძლება, იქცეს შემოსავლის წყაროდ, რის შედეგადაც საფრთხეში ჩააგდოთ ბავშვის სიცოცხლე.

კარგად დაფიქრდით, სანამ სამგზავრო სავარძელს დაიქირავებთ, რადგან ზემოაღნიშნულის გარდა, შესაძლოა, თითოეული დღისთვის გადახდილი თანხით შესაძლებელი იყოს ახალი და სწორად მორგებული სავარძლის შეძენა.

ამასთან, აუცილებლად სწორად შეარჩიეთ სამგზავრო სავარძელი ბავშვის ასაკის, წონისა და სიმაღლის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ სამგზავრო სავარძელი უნდა იყოს:

*სერტიფიცირებული;

*ვადის მქონე;

*არ უნდა იყოს დაზიანებული;

*არ უნდა იყოს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გამოყენებული;

*არ უნდა იყოს ქიმიური საშუალებებით გაწმენდილი;

*უნდა ჰქონდეს დოკუმენტაცია თან, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, სწორი ინფორმაცია მიიღოთ სავარძლის შესახებ, ამასთან, მისი სწორად დამაგრების ინსტრუქციასაც გაეცნობით.

კომპანია, რომელიც აქირავებს სავარძლებს, უმჯობესია, რომ სავარძლის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებდეს ვებ-გვერდზე, სადაც მომხმარებლებსაც შეეძლებათ დააფიქსირონ საკუთარი აზრი, დაწერონ შეფასება, რომელთა გაცნობაც ასევე დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

თუ გეგმავთ სამგზავრო სავარძლის ქირით აღებას, აუცილებლად მინიმუმამდე შეამცირეთ თითოეული რისკი, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. კარგად გაეცანით ინფორმაციას ან მოგვწერეთ ჩვენ (Your car seat) და დაგეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში.

უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *