მეორეულ (მეორად) სამგზავრო სავარძელს რეკომენდაციას არ ვუწევთ, რადგან სამგზავრო სავარძლებს ვადა გასდის, ზიანდება მისი შემადგენელი ნაწილები, ამასთან, ჩვენთვის უცნობია, როგორ პირობებში იყენებდნენ,როგორ გარემოში ინახებოდა სავარძელი, იყო თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ეს კონკრეტული სავარძელი და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ სხვადასხვა ჯგუფში პოპულარულია პოსტები მეორეულ სამგზავრო სავარძლებთან დაკავშირებით. სწორედ ამის გათვალისწინებით, გთავაზობთ რეკომენდაციას, თუ რა უნდა იცოდეთ მეორეული სამგზავრო სავარძლის ყიდვისას:

📍გაიგეთ, რომელ წელსაა გამოშვებული სავარძელი;
📍მას თან უნდა ჰქონდეს დოკუმენტაცია, სადაც წერია სერტიფიცირების შესახებ ინფორმაცია, ასევე წონის, ასაკისა და სიმაღლის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია;
📍უნდა იყოს დაუზიანებელი ვიზუალურად, უნდა ჰქონდეს დაუზიანებელი კორპუსი, ღვედები თუ სხვა შემადგენელი ნაწილები;
📍არ უნდა იყოს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გამოყენებული;
📍არ უნდა აკლდეს არცერთი ნაწილი, მათ შორის შიდა გამოსაკრავი ბალიშები.

📍უნდა იყოს კორპუსზე სერტიფიცირების შესახებ ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს ევროკავშირის რეგულაციებს.

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *