სამგზავრო სავარძელი პატარას პირველივე დღეებიდან სჭირდება და მის ზრდასთან ერთად უნდა შეცვალოთ შესაბამისი წონისთვის განკუთვნილი სავარძლით. სამგზავრო სავარძელი, ან ასამაღლებელი ბალიში(Booster), ბავშვს 12 წლამდე დასჭირდება. სავარძლის შეძენისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ბავშვის სიმაღლე და წონა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით იყოფა სამგზავრო სავარძლები ჯგუფებად: 0 ჯგუფი – 0-10კგ.( დაახლოებით ერთ წლამდე), 0+ ჯგუფი – 0-13კგ. (12-15 თვემდე), 1 ჯგუფი  – 9-18კგ. (1-3წლამდე), 2 ჯგუფი – 15-25კგ. (3-7წლამდე), 3 ჯგუფი – 25-36კგ( 7-12 წლამდე).

ჩვილის სამგზავრო სავარძელი ( 0/0+ ჯგუფები)

0 ან 0+ ჯგუფის სავარძელი დასჭირდება თქვენს პატარას დაბადებიდან პირველივე დღეებში. ისინი ბევრად პატარები და მსუბუქებია, ვიდრე სხვა ჯგუფის სავარძლები, რომლებიც შემდგომში დაგჭირდებათ. ასეთ სავარძლებში ბავშვი სახით საბარგულისკენაა მიმართული, ავტომობილის მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდ. როგორც კვლევები აჩვენებს, ეს პოზიცია ყველაზე უსაფრთხოა ბავშვისთვის და უჯობესია, თუ სულ მცირე 2 წლამდე, სწორედ ასე იმგზავრებს. 0-0+ ჯგუფის სავარძლები პატარებს 12-13 თვემდე გამოადგებათ, სანამ მათი წონა  დაახლოებით 13 კგ-ს არ მიაღწევს.

0+/1 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები

0+/1 ჯგუფის სავარძელს ბავშვი დაახლოებით 4 წლამდე(18 კგ-მდე)  გამოიყენებს. ამ ჯგუფის სავარძლები, ძირითადად სახით საბარგულისკენ მაგრდება, თუმცა შესაძლებელია მოძრაობის მიმართულებით დამონტაჟებაც, როდესაც ბავშვი შესაბამის ასაკს მიაღწევს. ამ ჯგუფის სავარძლები, წინა ჯგუფებისგან განსხვავებით, უფრო დიდებია და მეტ ადგილს იკავებენ ავტომობილში.

0+/1/2 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები

Capture

0+/1/2 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები გამოიყენება  დაბადების პირველივე დღეებიდან, სანამ ბავშვის წონა 25 კგ-ს მიაღწევს (დაახლოებით 6 წლამდე). გასათვალისწინებელია, რომ პატარები ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებიან იმისათვის, რომ ერთმა სავარძელმა შეძლოს   მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ზრდის ყველა საფეხურზე.

1 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები

   1 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები განკუთვნილია 9-18კგ. წონის ბავშვებისთვის, დაახლოებით 9 თვიდან 4,5  წლამდე. ამ ჯგუფის სამგზავრო სავარძლების დიდი ნაწილი ავტომობილის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მაგრდება, თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს.

2/3 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები

თუ ბავშვი უკვე საკმარისად დიდია 1 ჯგუფის სავარძლისთვის,  დროა გამოიყენოთ 2/3 ჯგუფის, მაღალსაზურგიანი ასამაღლებელი ბალიში(high-backed booster seat). ამ ჯგუფის სავარძელს ბავშვი გამოიყენებს 15-36 კგ-მდე, დაახლოებით 3-დან 12 წლამდე. ამ ჯგუფის სავარძლებში, ძირითადად, ბავშვებს პირდაპირ აქვთ გადაჭიმული  ავტომობილის უსაფრთხოების ღვედი. ზოგიერთი მათგანი, დამატებით, აისოფიქსითაც მაგრდება.

1/2/3 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები

      1/2/3 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები გამოიყენება დაახლოებით  9 თვიდან 12 წლამდე (9-36კგ). ბაზარზე ამ ჯგუფის სავარძლების დიდი არჩევანია.  ისეთი სამგზავრო სავარძლის ყიდვა, რომელიც რამდენიმე ჯგუფს აერთიანებს, მშობლებისთვის უფრო ეკონომიურია, რადგან შესაძლებელია მათი დიდხანს გამოყენება. უსაფრთხოების თვალსაზრისით,  სავარძელი, რომელიც ერთზე მეტ ჯგუფს მოიცავს არც ისე ეფექტურია.

3 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები (ასამაღლებელი ბალიშები საზურგის გარეშე)

3 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები, ასევე ცნობილია, როგორც ასამაღლებელი ბალიშები.ისინი ამაღლებენ ბავშვის სხეულს, რათა ბავშვმა სწორად მოირგოს ავტომობილის უსაფრთხოების ღვედი. ასამაღლებელი ბალიში(Booster)  უნდა გამოიყენოს ბავშვმა, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 1,25 მეტრია. ე. წ. ბუსტერის გამოყენება არ არის სასურველი პატარა ასაკის ბავშვებში, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევისას, ვერ უზრუნველყოფს ზურგისა და თავის სრულყოფილ დაცვას საზურგის უქონლობის გამო.

აუცილებლად დააზუსტეთ ყველა სახის ინფორმაცია სამგზავრო სავარძლის შეძენამდე. დარწმუნდით, რომ სავარძელი სწორად ერგება ბავშვის სხეულის პროპორციებს, წონას და უზრუნველყოფს მის სრულყოფილ დაცვას.

Categories: Car Safety

1 Comment

საქართველოში ხელმისაწვდომი სერთიფიცირებული სამგზავრო სავარძლების ბრენდები – Your Car Seat Online · August 25, 2020 at 10:51 pm

[…] მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ სწორი ჯგუფის სავარძელი, აუცილებლად ახალი, რადგან მეორადი […]

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *