ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება: ევროკავშირის რეგულაციების თანახმად, 0-12 წლამდე ასაკის ბავშვი უნდა მგზავრობდეს მისთვის სპეციალურად შერჩეული სამგზავრო სავარძლის საშუალებით.

ბელგია – 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვები: შესაბამისი აღჭურვილობა; დიდი ბრიტანეთი – 12 წლამდე და 135 სანტიმეტრზე ნაკლები: შესაბამისი აღჭურვილობა;
ხორვატია – 12 წლამდე: შესაბამისი აღჭურვილობა; ესპანეთი – 12 წლამდე და 135 სანტიმეტრზე ნაკლები,
და სხვა ქვეყნებში ბავშვები სპეციალური სამგზავრო სავარძლის საშუალებით მგზავრობენ, რაც არის ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება ბავშვების უსაფრთხოებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატებში განსხვავებულია მოთხოვნები სამგზავრო სავარძელთან დაკავშირებით. თუმცა, შტატების უმეტესობაში სამგზავრო სავარძლის გამოყენება სავალდებულოა 8 წლამდე.

რა მდგომარეობაა საქართველოში?

როგორც იცით, ჯერ კიდევ არაა სავალდებული სამგზავრო სავარძლის გამოყენება, რომელიც დაიცავს ბავშვების სიცოცხლეს, თუმცა 2019 წლის 15 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების ინიცირება მოხდა. საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, მძღოლი
ვალდებული იქნება 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვის მსუბუქი ავტომობილით გადაყვანის დროს უზრუნველყოს უკანა სავარძელი ისეთი სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოსაყენებლად, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლესა და წონას.

ჩვენ რა ასაკამდე მივიჩნევთ საჭიროდ სამგზავრო სავარძლის გამოყენებას?

საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat მხარს უჭერს ევროკავშირის რეგულაციებს, რომლის თანახმად, სამგზავრო სავარძელი სავალდებულია 12 წლამდე, რადგან ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს სათანადო მზაობა (სიმაღლე, ასაკი,წონა), რაც მისი ავტომობილის ღვედით დამაგრებისთვისაა საჭირო. არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც 12 წლამდე ბავშვის წონა და სიმაღლე შესაბამისია ავტომობილის უსაფრთხოების ღვედისთვის დასაშვებ ნორმებთან, თუმცა გამონაკლისი შემთხვევები არ ნიშნავს იმას, რომ 12 წლამდე ყველა ბავშვი მზად არის ავტომობილის ღვედი გამოიყენოს.

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *