ბავშვებს ხშირად ეძინებათ მგზავრობისას. შესაძლებელია, თავი ვერ შეიმაგრონ და ისე ჩამოუვარდეთ, როგორც ფოტოზე ჩანს.

ეს ხდება, როცა:

  • იყენებთ არასწორი კატეგორიის სამგზავრო სავარძელს,
  • ბავშვი პატარაა, მაგრამ ამის მიუხედავად მგზავრობს მოძრაობის მიმართულებით,
  • სამგზავრო სავარძლის საზურგე არ არის ბავშვის მონაცემების შესაბამისად გადაწეული და დაფიქსირებული,
  • შიდა ღვედები მოშვებულია ან არის დაფიქსირებული მხრების სიმაღლეზე.
  • ამგზავრო სავარძლის ბალიშები დამატებულია ან ამოღებული ბავშვის წონისა და საჭიროების გაუთვალისწინებლად.

ამ ჩამონათვალის გარდა, ბავშვებს, რომლებიც მგზავრობენ შესაბამისი კატეგორიის, მოძრაობის მიმართულებით დამაგრებული სამგზავრო სავარძლით და ყველა დეტალი სწორად აქვთ დაფიქსირებული, მაინც უვარდებათ თავი ძილის დროს.
ეს მოვლენა არ არის საშიში, როცა ბავშვი დიდია და შეუძლია თავის დაჭერა და/ან არ აქვს დაავადება, რომელიც კავშირშია სუნთქვის გართულებასთან.

მოზრდილებისგან განსხვავებით, ჩვილებისთვის საშიშია, თუ თავი სწორად არ უდევთ სამგზავრო სავარძელში. ამან შესაძლოა ასფიქსია გამოიწვიოს, რადგან გულ-მკერდზე ჩამოვარდნილი ნიკაპი ბლოკავს სასუნთქ გზებს.

ამის თავიდან ასაცილებლად:

  • გადაწიეთ სამგზავრო სავარძლის საზურგე 30-45°-მდე, ბავშვის წონის გათვალისწინებით. (სამგზავრო სავარძლებს აქვს შესაბამისი ინდიკატორი ან ნიშნულები, რომელთა დახმარებითაც შეარჩევთ სწორ კუთხეს საზურგის გადასაწევად),
  • სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის სასურველია მოძრავსაზურგიანი სამგზავრო სავარძლის გამოყენება მაშინაც, როცა მოძრაობის მიმართულებით მგზავრობენ,
  • დარწმუნდით, რომ ღვედები და სამგზავრო სავარძელიც მჭიდროდ და სწორადაა დამაგრებული.

თუ ახალშობილს თავი გვერდზე აქვს მიბრუნებული და არ აქვს ჩამოვარდნილი წინ, ეს სრულიად უსაფრთხოა მისთვის.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ დამატებითი აქსესუარები, თუ სამგზავრო სავარძლის მწარმოებელი არ უწევს მათ რეკომენდაციას და არ ფლობთ ინფორმაციას ნივთის სერთიფიცირების და ბრენდის შესახებ!

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *