1947 წელს, კენზო კასაიმ დაარსა იაპონური ბრენდი Aprica, რომელიც აწარმოებს სამგზავრო სავარძლებს, ეტლებსა და საჭირო აქსესუარებს.

კომპანიის სახელი  „APRire Casa” – დან მოდის, რაც „სახლის გაღებას“ ან „თბილ სახლს“ ნიშნავს.

წარმოების დაწყებამდე კენზო კასაიმ დასვა კითხვა – „რატომ ტირიან ბავშვები სამგზავრო სავარძლებსა და ეტლებში?“ მისთვის ნათელი იყო, რომ  ახალშობილის სხეული მაქსიმალურ ზრუნავს მოითხოვდა, ამასთან, ახალშობილმა არ იცის საუბარი და არ შეუძლია, თქვას რა აწუხებს მას. ამ საკითხის საკვლევად კენზო კასაიმ 1970 წელს დაარსა კვლევითი ინსტიტუტი.

კვლევით ინსტიტუტში შეისწავლიდნენ ბავშვის ანატომიას, ბავშვის ფიზიოლოგიურ საჭიროებებსა და ყველა საკითხს, რაც შეიძლებოდა, პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ყოფილიყო ახალშობილებთან.

Aprica თავის პროდუქციას სხვადასხვა ქვეყანაში აწარმოებს: იაპონიაში, ჩინეთსა და ტაივანში.

Aprica სამგზავრო სავარძლით მგზავრობისას მშობლებს ურჩევს:

  • დაიცავით ბავშვის თავი, კისერი და ხერხემალი;
  • შეინარჩუნეთ რეკომენდებული ტემპერატურა;
  • მოერიდეთ კუჭსა და მენჯის სახსრებზე ზეწოლას;
  • მგზავრობისას ეცადეთ, ბავშვი იყოს სწორ პოზიციაში;
  • მოარიდეთ ბავშვი მზის პირდაპირ სხივებს.

 

„იმისათვის, რომ გავიგოთ ბავშვის ღიმილის მიზეზი, ჩვენ ვუსმენთ ბავშვის გულს“ – ეს სიტყვები სამგზავრო სავარძლების მწარმოებელ კომპანიას  Aprica-ს ეკუთვნის. სწორედ ესაა მათი მიზანი, მოუსმინონ ბავშვს, შეისწავლონ ბავშვის საჭიროება, რადგან იაპონიაში მიიჩნევენ, რომ რასაც 3 წლამდე შთააგონებ ბავშვს, ის გაჰყვება მთელი ცხოვრება.

კომპანია Aprica-ს აქვს საკუთარი ცენტრი, სადაც სამგზავრო სავარძლები ტესტირების პროცესს გადის. სატესტო ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. თითოეული სამგზავრო სავარძლის ტესტირების პროცესში კომპანია იყენებს უნიკალურ მანეკენს, რომელთაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სატესტო ცენტრის დახმარებით კომპანია სრულყოფილად იკვლევს ბავშვის ტვინისა და სხეულის მახასიათებლებს.

რადგან ბავშვს არ შეუძლია სიტყვებით გამოთქვას, რა უქმნის დისკომფორტს, რა აწუხებს მას სამგზავრო სავარძლით მგზავრობისას, სატესტო ცენტრი სხვადასხვა სპეციალისტის დახმარებით (ფსიქოლოგები, პედიატრები, ერგონომიკის სპეციალისტები) იკვლევს, რა სჭირდება ბავშვს, რათა ბავშვებმა მაქსიმალურად უსაფრთხოდ იმგზავრონ.

Aprica-ს ცენტრალურ ლაბორატორიაში შექმნილია სპეციალური პოლიგონი, სადაც უმაღლესი ხარისხის მისაღწევად, ტესტავენ სამგზავრო სავარძლებს.

მრავალი წელია გამოცდილი და შემოწმებულია სამგზავრო სავარძელი – „სწორი საწოლი“, რომელიც  მაქსიმალურად იცავს ბავშვის სხეულს დაზიანებისგან.

ბავშვის უსაფრთხოება დამოკიდებულია არა მარტო ავტომობილის სავარძლის პოზიციაზე, არამედ სამგზავრო სავარძლის პოზიციაზეც, რაც გამოწვევაა სამგზავრო სავარძლის მწარმოებელი კომპანიებისთვის. Aprica-მ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა და ქმნის პროდუქციას, რომელიც აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს იაპონიასა და მთელ მსოფლიოში.

 


0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *