იცოდით, რომ სამგზავრო სავარძლებს გამოყენების ვადა აქვს? იცოდით, რომ მასაც აქვს გარკვეული ვადა, ისევე როგორც  – სურსათს, პარფიუმერიას, მედიკამენტებს, თუმცა სამგზავრო სავარძლების გამოყენებას უფრო ხანგრძლივად შეძლებთ.

ალბათ, იფიქრებთ, რომ ეს  მახეა, რათა უფრო მეტი ფინანსური რესურსი დახარჯოთ, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის, რადგან ვადაგასული სამგზავრო სავარძელი იმაზე უფრო საშიშია, ვიდრე ვადაგასული პროდუქტები, რადგან მას შეუძლია საფრთხე შეუქმნას თქვენი შვილის ჯანმრთელობას, უკიდურეს შემთხვევაში კი – სიცოცხლეს.

წლებთან ერთად იცვლება და უმჯობესდება ტექნოლოგიები, იცვითება სამგზავრო სავარძლის ძირითადი ნაწილები ( პლასტმასი, ღვედი, ლითონის ნაწილები), ამასთან, წლების წინ დატესტილი სამგზავრო სავარძელი, წლების შემდეგ იმავე დადებითი შედეგებით ვერ შეფასდება, ასევე საფრთხის შემცველია ძველი, მეორადი სავარძლის შეძენა, ის არა მარტო გახსენებთ წარსულს, არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნის თქვენი შვილის სიცოცხლეს, პირველ რიგში, არ იცით, როდის შეიძინეს, არ იცით, იყო თუ არა დატესტილი, არ იცით, როგორ გამოიყენეს, ვიზუალურად შესაძლოა, კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ძირითადი ნაწილები გაცვეთილი იყოს, მათი ძლიერი ცვეთა ავარიის შედეგად შესაძლოა, იყოს გამოწვეული. (თუ თქვენ უკვე იყენებთ მეორად სამგზავრო სავარძელს, ყურადღებით შეამოწმეთ თითოეული ნაწილი, გადაამოწმეთ ორიგინალს რა ნაწილები უნდა ჰქონოდა, ხომ არ აკლია რომელიმე მათგანი, თუ ეს ასეა, სასწრაფოდ შეცვალეთ იგი, თუ არ იცით, როგორ შეამოწმოთ, გადაუღეთ ფოტოები თქვენს სამგზავრო სავარძელს, გადმოგიგზავნეთ ფოტო და ჩვენ დაგეხმარებით შეამოწმოთ იგი – Your car seat)

სამგზავრო სავარძლის ნაწილები ზაფხულის სიცხეებისა და ზამთრის ყინვების შემდეგ, დროთა განმავლობაში, მყიფე ხდება და შესაძლოა, შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ შეჯახების დროს იგი საფრთხეს შეუქმნის მასში მოთავსებული ბავშვის სიცოცხლეს.

ალბათ, გაინტერესებთ, რამდენი წელი აქვს სამგზავრო სავარძელს ვადა. მისი ვადა, ძირითადად, 6 წელია, სამგზავრო სავარძელს ვადის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა ჰქონდეს ეტიკეტზე. იმისათვის, რომ გაიგოთ, რომელ წელსაა გამოშვებული თქვენი სამგზავრო სავარძელი და რამდენი წელი აქვს ვადა, იხილეთ მასზე მოთავსებული ეტიკეტი.

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *