ზაფხული   სიცხესთან, არდადეგებთან და ქალაქგარეთ ხაგრძლივ მგზავრობასთან ასოცირდება.

ცარიელდება დიდი ქალაქები და გზები ივსება ბარგით სავსე ავტომობილებით, რომელთა დანიშნულების ადგილი რომელიმე მყუდრო სოფელი ან ცნობილი კურორტია.

მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრას წინ უძღვის ხანგრძლივი მგზავრობა, რომელიც დიდებს და პატარებს ერთნაირად ღლის. ავტომობილში გატარებული საათები საუკუნედ იქცევა, რომელსაც ხშირად  თან ერთვის ბავშვების ჭირვეულობა და მოწყენილობა.

როგორ გავართოთ ბავშვები მგზავრობისას? როგორ ვაქციოთ ხანგრძლივი მოგზაურობა სასიამოვნო თავგადასავლად?

ვეცდები, დღევანდელ ბლოგში ამ კითხვებს ვუპასუხო.

პირველ რიგში, შეამოწმეთ სამგზავრო სავარძელი არის თუ არა მყარად და სწორად დამონტაჟებული. ფრთხილად ჩასვით მათში ბავშვები და შეუსწორეთ თავის დასადები ბალიშები, შიდა ღვედების ბალიშები და დარწმუნდით, რომ კომფორტულად სხედან.

იმისათვის, რომ ბავშვი მოხერხებულად და უსაფრთხოდ იჯდეს, სამგზავრო სავარძლის აქსესუარები გამოგადგებათ, თუმცა, არა ნებისმიერი მათგანი.

https://www.which.co.uk/    ბრიტანული, დამოუკიდებელი  ინტერნეტ გამოცემაა, რომელიც სხვადასხვა მომსახურებისა და ნივთების ტესტირების შედეგებს უზიარებს მომხმარებლებს, რომ გააკეთონ სწორი არჩევანი და იყვნენ მეტად ინფორმირებულნი.

გიზიარებთ ამ გამოცემის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს სამგზავრო სავარძლების უსაფრთხო აქსესუარების შესახებ.

 Point Plus Anti-Escape system

ეს არის ნაჭრის ღვედი, რომელიც გარს  ეკვრის 5 წერტილიან შიდა ღვედს. შედეგად ღვედი უფრო მჭიდროდ ეკვრის ბავშვს.

სარკე

ერთ-ერთი პოპულარული აქსესუარია სარკე, რომლის საშუალებითაც მშობელი ხედავს თავის პატარას მაშინაც, როცა ავტომობილს მართავს.  გასათვალისწინებელია, რომ მშობელი ყურადღებით უნდა მართავდეს ავტომობილს და არ იყოს კოცენტრირებული მხოლოდ იმ სარკეზე, სადაც ბავშვს ჩანს. ამ აქსესუარს ნახავთ ვიშლისთზე, ინტერნეტ მაღაზიაში – ლილბერი  და რა თქმა უნდა ამაზონიდანაც შეძლებთ გამოწერას.

მზისგან დამცავი ფარდები

მგზავრობისას ბავშვი მზის სხივებისგან რომ დაიცვათ, გამოიყენეთ სპეციალური ავტომობილის ფანჯრის ფარდები. შეარჩიეთ სანდო მწარმოებლის მაღალი ხარისხი ფარდები/სტიკერები, ნაკლები დეტალებით. ისეთი, რომლის დეტალებიც მარტივად არ დაზიანდება ავტოსაგზაო შემთხვევისას.

გასათვალისწინებელია, რომ სამგზავრო სავარძლები სანამ მაღაზიებსა და თქვენს ავტომობილებში მოხვდებიან, ტესტირებას გადიან, რამდენად ეფექტურად შეუძლიათ ბავშვის უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველყოფა. ტესტირება მიმდინარეობს ყოველგვარი აქსესუარის გარეშე, ამიტომ თუ მწარმოებელი არ უწევს რეკომენდაციას დამატებითი აქსესუარებს,  შესაძლოა, მათი თვითნებური დამატება სარისკო იყოს.

სამგზავრო სავარძლების ცნობილი მწარმოებლის, ბრიტაქსის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ იმ  აქსესუარების გამოყენება , რომლებიც არ არის მწარმოებლის მიერ ტესტირებული და რეკომედირებული, არასასურველია.

„ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ საკუთარი აქსესუარების კვლევას, გაუმჯობესებას და ტესტირებას, რომლებიც ახლავს სამგზავრო სავარძლებს. ეს უზრუნველყოფს, რომ შემოთავაზებული აქსესუარები მომხმარებელს უქმნიდეს დამატებით კომფორტს, მაგრამ ხელს არ უშლიდეს სამგზავრო სავარძელს ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.“

კიდევ ერთი, ცნობილი მწარმოებლის –  Cybex-ის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ საშიშია გაურკვეველი წარმომავლობის აქსესუარების გამოყენება და ურჩევს მომხმარებლებს, გადაამოწმონ ნებისმიერი აქსესუარის შესახებ ინფორმაცია სამგზავრო სავარძლის ბრენდის წარმომადგენლებთან.

მგზავრობამდე მოიმარაგეთ ბევრი სასუსნავი (სასურველია,  ჯანსაღი პროდუქტებისგან მომზადებული), სველი და მშრალი ხელსახოცები და ბავშვების საყვარელი სათამაშოები.

ამერიკის პედიატრთა აკადემია გვირჩევს, რომ სათამაშოები ყურადღებით შევარჩიოთ ბავშვის ასაკის და განვითარების ეტაპების შესაბამისად, რადგან ბავშვები, თამაშისას გამოიმუშავებენ საჭირო   უნარებს და იღებენ ცოდნას.

თვეების ასაკის ბავშვებისთვის რბილი, ფერადი სათამაშოები, ნაჭრის წიგნები, სათამაშო ცხოველები საუკეთესო გასართობია.

წლამდე ასაკის ბავშვებს ამოსდით კბილები, ამიტომ არ დაგავიწყდეთ სპეციალური სათამაშო  და პედიატრის მიერ შერჩეული მალამო, რომ პატარა, ტკივილმა  არ შეაწუხოს.

ამ ყველაფერს, შეგიძლიათ დაამატოთ მათი საყვარელი ზღაპრების და მოთხრობების წიგნები.

5 წლამდე ბავშვებს ეს წიგნები მოეწონებათ:

  1. 25 ჯადოსნული ზღაპარი
  2. ჩემი საყვარელი ძილისპირული ზღაპრები
  3. ძმები გრიმები – ოქროს კოლექცია
  4. ჩემი პირველი 100 ცხოველი
  5. ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი

ხანგრძლივი მგზავრობისას,  აუცილებლად  იქონიეთ  პირველადი სამედიცინო  დახმარების ნაკრები.

უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ !