ADAC არის ავტომობილების კლუბი გერმანიაში, რომელიც დაარსდა 1903 წელს, როგორც გერმანიის ავტომობილებისა და ველოსიპედისტების ასოციაცია. 1911 წელს მას სახელწოდება შეეცვალა და ეწოდა ამჟამინდელი სახელი – General German Automobile Club (ADAC). 

ADAC არის ავტომობილების სადაზღვევო კომპანია, რომელიც ატარებს ავტომობილებისა და სამგზავრო სავარძლების (ქარსითების) ტესტირებას. ორგანიზაცია არ ატარებს ყველა სამგზავრო სავარძლის ტესტირებას, იგი ირჩევს სავარძლებს პოპულარობის, გაყიდვებისა და სიახლის მიხედვით. ტესტირება ძირეულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს ECE R44 ან/და ECER129-ს.

2015 წლიდან ADAC  ატარებს ტესტირების სიმულაციას R44  რეგულაციის შესაბამისად – წინიდან შეჯახება ხდება 64კმ/სთ სიჩქარით და დამატებით ატარებს გვერდიდან შეჯახების სიმულაციას 50 კმ/სთ სიჩქარით, როგორც ამას მოითხოვს R129 რეგულაცია. ADAC ასევე ამოწმებს სავარძლებს, შეიცავენ თუ არა ისინი: მძიმე მეტალებს, საღებავებსა და სიცოცხლისთვის საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს.

ADAC-ს ტესტირება სამი კომპონენტისგან შედგება: უსაფრთხოება (50%), მოქმედება (40%) და ერგონომიკა (10 %).

ევროკავშირში ყველა სამგზავრო სავარძელმა უნდა გაიაროს ტესტირება. R129 არის უახლესი ტესტი, რომელიც დაინერგა 2014 წლიდან, ასევე მოქმედებს ძველი სერტიფიცირების მეთოდი – R44. R129 სერტიფიცირების შემოღების ძირითადი მიზანი იყო isofix-ის მქონე სავარძლების დამონტაჟების გამარტივება, ასევე, გვერდითი შეჯახების დროს სამგზავრო სავარძლების გამოცდა და წონის ნაცვლად ბავშვების სიმაღლეზე ფოკუსირება.

R44/04 სერტიფიცირება კი 1984 წლიდან დაიწყო, ეს იყო პირველი სერტიფიკატი, რათა მომხმარებელი დარწმუნებულიყო, რომ სამგზავრო სავარძელი უსაფრთხო იყო, მას შემდეგ სამგზავრო სავარძლებმა უსაფრთხოების დიდი გზა გამოიარეს. ძველი სერტიფიცირების თანახმად, 9 კგ-მდე ბავშვს უნდა ემგზავრა მოძრაობის საპირისპიროდ, შემდეგ კი შესაძლებელი იყო მისი მობრუნება მოძრაობის თანახმად, R129 რეგულაციების თანახმად, კი ბავშვი რაც შეიძლება დიდ ასაკამდე მგზავრობს მოძრაობის საპირისპიროდ, სახით საბარგულისკენ.

რეგულაციები არ განასხვავებს Isofix და ღვედებით სამონტაჟო სამგზავრო სავარძლებს, ახალი რეგულაციის თანახმად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამგზავრო სავარძლის ტესტირება ხდება გვერდითა შეჯახების დროს, ასევე ყურადღება ექცევა ბავშვის სიმაღლეს, და არა  – წონას.

საქართველოში ხელმისაწვდომია სამგზავრო სავარძლები, რომლებიც აკმაყოფილებენ ძველ რეგულაციებს – R44-ს – სწორედ ამიტომ, სამგზავრო სავარძლის შერჩევის დროს მშობლებს აუცილებლად ვეკითხებით ბავშვის ასაკს, წონსა და სიმაღლეს, რადგან სავარძლები ამის მიხედვით დაყოფილია 4 კატეგორიად. ასევე შეხვდებით სამგზავრო სავარძლებს, რომლებიც სერტიფიცირებულია R129 რეგულაციების თანახმად (თუმცა ძალიან მცირე არჩევანია ამ მხრივ). საქართველოში ასევე ხელმისაწვდომია სამგზავრო სავარძლები, რომლებიც ტესტირებულია ADAC-ის მიერ.

ტესტირების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ სამგზავრო სავარძელზე ან დოკუმენტში, რომელიც თან ახლავს მას.

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *